საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე. აშშ-ის მხრიდან სამუშაო ჯგუფს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევრაზიაში უსაფრთხოების პროგრამების მხარდაჭერის საკითხებში, ჯორგან ენდრიუსი უხელმძღვანელებენ. შეხვედრას აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.

უწყების ინფორმაციით, სტრატეგიული პარტნიორობის კომისია უმთავრეს, ორმხრივ სტრატეგიულ დიალოგს წარმოადგენს, რომლის დანიშნულებაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და, ჩვენი საერთო მიზნის, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. კომისია ყურადღებას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ხალხთა შორის ურთიერთობისა და კულტურული გაცვლის სფეროებზე ამახვილებს.

საქართველოში ყოფნისას აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა პარტნიორთან ცალკეულ შეხვედრებსაც გამართავენ, რათა განიხილონ აშშ-ის მთავრობის დახმარება დემოკრატიისა და მმართველობის სფეროებში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო