მსოფლიოს ქართველ ებრაელთა ასოციაცია მთავარი რაბინის იაკობ გაგულაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა ასოციაცია, მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან, ზაზა ვაშაყმაძესთან გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი, ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე, ედვარდ პალაგაშვილი, საქართველოს რაბინები: მეირ კოზლოვსკი, რახამინ მურდუხაშვილი და ასოციაციის წევრი რაბინები.

„რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს მოუთხრო სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე. კერძოდ, ქართველ ებრაელთა თემისთვის გაწეულ დაფინანსებებზე. სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ებრაულ თემს სახელმწიფომ ყველა სალოცავი დაუბრუნა. ზაზა ვაშაყმაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვან ურთიერთობას მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება და სწორედ ამის გამო მიენიჭა მას არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი.

სტუმრებმა კმაყოფილება გამოთქვეს რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების გამო და დაადასტურეს რელიგიებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფოს კურსის სრული მხარდაჭერა. მათ, ასევე, ისაუბრეს საქართველოში ებრაული საგანმანათლებლო ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს მადლობა გადაუხადეს ამ საქმეში მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს