გიორგი ქობულია - იყო თხოვნა,  წავსულიყავი თანამდებობიდან, მე ეს არ გავაკეთე, რადგან ბოლომდე ვინარჩუნებდი იმედს, რომ ჩემს ხედვებში მმართველ გუნდს დავარწმუნებდი

წასვლა არის, როცა ადამიანი განცხადებას დაწერს და მე განცხადება არ დამიწერია, ამიტომ ვამბობ, რომ მე გამათავისუფლეს“,-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ მის მიერ თანამდებობიდან წასვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, გიორგი ქობულიას თქმით, ის თავიდანვე გრძნობდა გარკვეულ განსხვავებას მთავრობასა და მის ხედვებს შორის.

„მე თავიდანვე შევიგრძენი, რომ ჩვენ ხედვებში თანხვედრა ბოლომდე არ გვქონდა. თუ თქვენი კითხვა იქნება ის, თუ რა იყო ჩემი წასვლის რეალური მიზეზი, რეალური მიზეზი იყოს ზუსტად ის, იმ ხედვებში, იმ პრინციპებში, რომელზეც მე მეგონა, რომ ჩვენ შევთანხმდით დასაწყისში, მერე აღმოვაჩინე, რომ ამაში ჩვენ თანხვედრა არ გვქონდა“,-აცხადებს გიორგი ქობულია.

წამყვანის რეპლიკაზე-„წასვლა არა, თქვენ გაგათავისუფლეს“ ეკონომიკის ახლა უკვე ყოფილი მინისტრი პასუხობს:-„თქვენ ალბათ უფრო სწორად უკეთებთ ფორმულირებას იმას, რაც მოხდა. წასვლა არის, როცა ადამიანი განცხადებას დაწერს და მე განცხადება არ დამიწერია, ამიტომ ვამბობ, რომ მე გამათავისუფლეს“.

გიორგი ქობულიას თქმით, სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას სთხოვდნენ დაეწერა განცხადება და წასულიყო საკუთარი განცხადების საფუძველზე.

„იყო თხოვნა, რომ მე წავსულიყავი თანამდებობიდან, მე ეს არ გავაკეთე, რადგან ბოლომდე ვინარჩუნებდი იმედს, რომ იმ ხედვებს, რომელიც მე მიმაჩნდა სწორად მმართველ გუნდს მივუტანდი და ამ ხედვებში მათ დავარწმუნებდი. ეს განცდა და იმედი მქონდა და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ეს გამეკეთებინა. როგორც დავინახეთ, ალბათ ბოლომდე არ გამომივიდა“,-აცხადებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია გადაცემაში „ფორბსის კვირა“.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე მას კომუნიკაცია პირველ რიგში პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა და პარტიის ლიდერთანაც (ბიძინა ივანიშვილთან) მოხდა აღნიშნული საკითხის დეტალურად გავლა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში