ისრაელში საქართველოს კონსული - ამ დროისთვის   საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია

ისრაელში მიმდინარე მოვლენების შედეგად, საქართველოს მოქალაქეთა დაშავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოს ამ ეტაპზე არ მიუღია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისრაელში საქართველოს კონსულმა ალეკო ჯიშკარიანმა განუცხადა. მისი თქმით, საკონსულოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შესაბამის სამსახურებთან და ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ქართულ დიპლომატიურ უწყებას არ მიუღია. კონსული საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილმდებარეობის მიხედვით, დაემორჩილონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და პოლიციის საგანგებო ვითარების მართვის სამსახურის თანამშრომლებს.

„საელჩოში მოქმედებს ცხელ ხაზი, მუდმივ კონტაქტზე ვართ შესაბამის სამსახურებთან და ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია საქართველოს მოქალაქეთა დაშავების ან გარდაცვალების შესახებ. დაგვიკავშირდა რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც აინტერესებთ ძირითადი რეკომენდაციები, ის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ შექმნილ სიტუაციაში. ჩვენს ვებმისამართზე კონკრეტული ინსტრუქციებია გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს საგანგაშო სირენის ჩართვის დროს მოქალაქე, ავტომობილში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს და ა.შ.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გაეცნონ ამ წესებს, თვალყური ადევნონ მოვლენათა განვითარებას, დაემორჩილონ მათი ადგილსამყოფელის მიხედვით, პოლიციის საგანგებო ვითარებათა სამსახურის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ალეკო ჯიშკარიანმა.

ყველაზე დაძაბული ვითარება ამ ეტაპზე, ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრის რადიუსშია. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში: აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი. საქართველოს საელჩოს მოქალაქეებს კი, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე +97236093206, +972526919092.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა