ანა დოლიძე აპირებს საინფორმაციო კამპანია დაიწყოს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მიმართავს, არ გადაყვნენ ე.წ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანს და ამ სიტუაციაში დადგნენ სწორ მხარეს. მისი თქმით, ეს სწორი მხარე დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოა.

მისივე შეფასებით, ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე იუსტიციის საბჭოში მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, არის ფორმალური მხარე.

მისი თქმით, კანონი, რომელიც მიღებულია მოსამართლეების შესარჩევად, ე.წ. კლანს სრულ ლეგიტიმაციას აძლევს უმაღლეს ინსტანციაში გაამწესოს ის კანდიდატი, ვინც მას სურს. დოლიძე აპირებს დაიწყოს საინფორმაციო კამპანია იმისთვის, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს.

„კანონი არ ვარგა და ანიჭებს ისევ ამ კლანს სრულ უფლებამოსილებას გაიყვანოს ვინც უნდა, მაგრამ ეს მარტო იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი მოქალაქეები ჩავიქნევთ ხელს იმაზე, რაც მოხდება. მე მგონი, ეს არ მოხდება. ხვალ მივდივარ უნივერსიტეტში, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რომ ყველას, ვინც თვლის, რომ არ შეიძლება სასამართლო დავუტოვით ამ ჯგუფს, უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართული. უნდა შემოიტანონ კანდიდატურები, უნდა იყოს უზარმაზარი წნეხი, რომ ძალიან გაუჭირდეს კოლექტიური მურუსიძის გაყვანა იუსტიციის საბჭოს. მე მგონი, ჩვენ, ქართველ ხალხს სრული გამოცდილება გვაქვს თუ როგორ უნდა მივუყვანოთ ასეთი პროცესები ბოლომდე ", - განაცხაა დოლიძემ.

დოლიძის შეფასებით, ამ კანონპროექტის მიღებით, „ქართულ ოცნებას" „კოლექტიური მურუსიძის" გაყვანა უზენაეს სასამართლოში ძალიან ძვირი დაუჯდება.

"ეს იქნება ისტორიული და ძალიან ძვირი ნაბიჯი. ამ თემის გამო უმრავლესობიდან ლევან კობერიძე გავიდა. „ ქართულ ოცნებაში" ყველა ნორმალურ ადამიანს მივმართავ, ნუ ჩაყვება საქართველოს ისტორიაში ჩინჩალაძე-მურუსიძეს. ახლა, ხომ არ მოსწონთ "სისხლიანი 9 წელი" და სათათაოდ გვყავს ჩამოთვლილი ის ხალხი, ვინც თავის დროზე ბარიკადებზე არ იყო, აი, ასე გადავარჩევთ ხალხს, ვინც იყო სწორ მხარეს ამ ბრძოლაში,

ამას გპირდებით. მივმართავ ყველას, ვინც ღილაკს უნდა დააჭირის ხელი ამ სიტუაციაში, დადგნენ სწორ მხარეს. ეს სწორი მხარე დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლოა",- განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, დღეს, იუსტუციის უმაღლემა საბჭომ მსჯელობა დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად იმ განაცხადების ფორმაზე, რომლის მიხედვითაც, საბჭომ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა კანდიდატები უნდა შეარჩიოს და შემდეგ, პარლამენტს წარუდგუნოს.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს