ნიკა გვარამია - ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია გადასახადებს 2016 წლის სექტემბრიდან არ იხდის, რადგან სწორედ ამ დროიდან, გადასახადების პირობებში, ტელეკომპანიის არსებობა შეუძლებელი გახდა.

ამასთან, როგორც გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, 2016 წლის სექტემბრამდე და ყადაღის დადების დროსაც, ტელეკომპანია ყველა გადასახადს სრულად იხდიდა.

„რაც შეეხება დაგროვილ დავალიანებებს, ეს დავალიანებები დაგროვილია, კი ბატონო, გეთანხმებით. ჩვენ არ ვიხდით 2016 წლის სექტემბრიდან. მანამდე გადასახადებს ვიხდიდით სრულად, მათ შორის ყადაღის დადების შემდეგაც, წელიწადნახევარი. უბრალოდ 2016 წლის სექტემბერში, შეუძლებელი გახდა არსებობა გადასახადების გადახდის პირობებში და რა თქმა უნდა, ჩვენ ვარჩიეთ კომპანიის ინტერესი. ამას გარდა, ჩვენ ამ დარიცხულ გადასახადებზე ვდაობთ სტრასბურგში, შესაბამისად, არ გვითქვამს, რომ გადასახადების გადახდას არ ვაპირებთ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გადასახადები უკანონოდ არის დარიცხული და სტრასბურგის სასამართლოში შესულია მოთხოვნა კომპენსაციის სახით, ამ გადასახადების გაქვითვის თაობაზე“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, რუსთავიორელებისთვის კარგად ცნობილია, რომ მხოლოდ „რუსთავი2“-ის ინტერესების დაცვა შედეგს არ გამოიღებს, ამიტომ ისინი თავდასხმის მდგომარეობაზე გადადიან.

„რაც შეეხება სარჩელს, ახალი ომი „რუსთავი2“-ის და ქართული დემოკრატიის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გაიხსნა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოს ჩვენი ინტერესის დაცვას, ჩვენ არ ვაპირებთ თავდაცვის მდგომარეობაში გადასვლას, ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ „რუსთავი2“-ის ინტერესების დაცვა ვეღარაფერს ვეღარ მოიტანს. უნდა შეიცვალოს ის, ვინც ,,რუსთავი2"-ის სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას სისტემატურად თავს ესხმის“, - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს