ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მასტერკლასები ჩატარდა

ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქოუჩების ხელმძღვანელობითა და GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის მხარდაჭერით, „ფრონტლაინ კლუბში“, 2019 წლის 6 მაისს, ქოუჩინგის უფასო მასტერკლასები ჩატარდა თემებზე:“წარმატების ალგორითმები”;“პიროვნული ტრანსფორმაცია და ქოუჩინგი”;“ცხოვრებისული ბალანსის მოძებნა”;“ქოუჩინგი სტარტაპებისთვის”; “ქოუჩინგი ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის”;“ცვლილებების დაგეგმვა და მართვა”;“ქოუჩინგი მართვაში”.

როგორც „ინტერპრესნიუსს“GIPA-დან აცნობეს, მასტერკლასებს პროფესიონალი ქოუჩები - ლალი ბადრიძე, ეკატერინე ჩიგოგიძე, ნინო კოპაძე, თამუნა ჩიჩუა, ნინო ბერუაშვილი, თამარ ყაჭაშვილი და ეკატრეინე ბაბუნაშვილი უძღვებოდნენ.

ქოუჩინგის კვირეულის ფარგლებში, აღნიშნულ მასტერკლასებში მონაწილეობა 250-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და პრაქტიკული სავარჯიშოებით იყო გაჯერებული.კვირეულის მიზანი, ქოუჩინგის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქოუჩინგის პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვა და პიროვნული და პროფესიონალური განვითარების ინსტრუმენტების საზოგადოებისთვის დემონსტრირებაა.

1999 წლიდან, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციამ (ICF) დაამკვიდრა ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის (International Coaching Week) პრაქტიკა. აღნიშნულ ტრადიციას წელს, საქართველო პირველად შეუერთდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა