სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხვები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება

სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხვები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვის გამოკითხავენ უსაფრთხოების სამსახურში.

რაც შეეხება თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს, მისი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან მივიდნენ გამოკითხვაზე და ყველა კითხვას პასუხი გასცენ. ამასთან, ადვოკატი დარწმუნებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის უდანაშაულობაში. ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა.

ამასთან, გუშინ სუს-ში გამოიკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხვები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება

სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხვები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვის გამოკითხავენ უსაფრთხოების სამსახურში.

რაც შეეხება თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს, მისი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან მივიდნენ გამოკითხვაზე და ყველა კითხვას პასუხი გასცენ. ამასთან, ადვოკატი დარწმუნებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის უდანაშაულობაში. ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა.

ამასთან, გუშინ სუს-ში გამოიკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო