აპრილში შემოწირულობა მხოლოდ 4-მა პარტიამ მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 10-30 აპრილის პერიოდის, საარჩევნო სუბიექტების დეკლარაციები გამოაქვეყნა.

დეკლარაციის მიხედვით, შემოწირულობა მხოლოდ 4 პარტიას: „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" , „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, “ევროპული საქართველო – თავისუფალ დემოკრატებსა” და „თავისუფალ საქართველოს“ აქვს მიღებული. შემოწირულობის ჯამური თანხა კი, 546 770 ლარია.

უფრო კონკრეტრულად, შემოსავლის სახით 713 937 ლარი მიიღო მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" , აქედან 540 500 ლარი შემოწირულობა, ხოლო 173 420 ლარი საბიუჯეტო ფინანსებაა.

ამავე პერიოდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავლებმა 83 674 ლარი შეადგინა, აქედან 600 ლარი შემოწირულობებია, ხოლო 82 644 საბიუჯეტო დაფინანსება.

საარჩევნო ბლოკი “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” მიერ ფაქტობრივი შემოსავლის სახით 146 713 ლარია მიღებული, აქედან 1820 ლარი შემოწირულობებზე მოდის, 86 344 ლარი კი საბიუჯეტო დაფინანსებაა.

„თავისუფალმა საქართველომ“ 12 602 ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან 3850 ლარი შემოწირულობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა