სოსო გოგაშვილი პროკურატურას მიმართავს - დაკითხონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი პროკურატურას მიმართავს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხონ.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე გოგაშვილმა „ინტერპრესიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ამასთან, გოგაშვილის მტკიცებით, არც პანკისში ყოფილა და არც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.

„მინდა პროკურატურას მივმართო და ვუთხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა, რომ დამკითხონ - დამკითხონ, ვიყავი თუ არა ჩასული პანკისის ხეობაში. იმ დროს, თბილისში ვიყავი, ისევე როგორც, ყველა ხელმძღვანელი. ჩემთან ერთად იყვნენ სტუმრები, ამის დადგენა მარტივად შეიძლება, მათ შორის, სატელეფონო ანძებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ასევე გამოსაკითხია გამომძიებლები, დაკავების ჯგუფი, მე ვხელმძღვანელობდი თუ არა ამ ღონისძიებას“, - განაცხადა გოგაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, „იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია შეცდომა?“, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, „ეს ლიკვიდაცია არ ყოფილა, აყვანის პერიოდში მოხდა დაჭრა, ამ ჭრილობის შედეგად, რომელიც აღმოჩნდა სასიკვდილო, ფატალური შედეგი დადგა“.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?