ოპერის ბაღში დაზიანებული ბალერინების ქანდაკებები რეაბილიტაციის მიზნით, საცავში გადაიტანეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში დაზიანებული ბალერინების ქანდაკებები, რეაბილიტაციის მიზნით, „ეკოსერვის ჯგუფმა“ საცავში უკვე გადაიტანა. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.

მერია მოსახლეობას კულტურული მემკვიდრეობისა და დედაქალაქის ინფრასტრუქტურის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევნის დაზიანების ფაქტს. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ბალერინების ქანდაკებების დაზიანებას.

განზრახ დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო