რუმინეთში გამართულ არაფორმალურ სამიტზე ევროკავშირის ხელმძღვანელებმა დეკლარაცია მიიღეს

ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა და მთავრობის ხელმძღვანელებმა დღეს, რუმინეთის ქალაქ სიბიუში, ხელი მოაწერეს პროგრამულ დეკლარაციას, რომელიც ათი ძირითადი დებულებისგან შედგება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ვალდებულებათა შორის, რომლებსაც იღებენ ევროკავშირის ქვეყნები არის: ერთიანი ევროპის დაცვა, „პასუხისმგებლიანი მსოფლიო ლიდერის“ როლის თამაშისთვის მზადყოფნა და კანონისა და დემოკრატიის უზენაესობის დაცვა.

სიბიუს დეკლარაციის მიღება მოხდა იმ ფონზე, როდესაც განუსაზღვრელია „ბრექსითის“ საკითხი, რომელიც 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ასევე განიხილეს თანამეგობრობის ხელმძღვანელობის მოსალოდნელი ცვლა, ევროპარლამენტის არჩევნები, ევროკავშირის სტრატეგია 2024 წლამდე, ირანის მიერ ბირთვული შეთანხმების ნაწილის შესრულებაზე უარის საკითხი.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ინოვაციურები, ძლიერები და ერთიანები“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს ინვესტიციები ციფრულ სფეროსა და ხელოვნურ ინტელექტში, რათა აშშ-სა და ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა