მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მოსამართლის წინაშე დაკითხვას ვერ მოითხოვს, რადგან კანონი ამის შესაძლებლობას არ აძლევს

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ვერ მოითხოვს, რადგან კანონი ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

“მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 114-ე მუხლი მოქმედებს, სადაც წერია, რომ დაცვის მხარეს და ბრალდების მხარეს აქვთ უფლება, მოითხოვონ მოწმის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ჩამოწერილია საფუძვლები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს. ამასთან, ამ წესზე ძველი კოდექსი მოქმედებს, რის თაობაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და თქვა, რომ მუხლი ხარვეზიანია, რადგან მხოლოდ პროკურორსა და გამომძიებელს შეუძლიათ, რომ მოწმის დაკითხვა სასამართლოს წესით მოითხოვონ. დაცვის მხარეს ამის უფლება არ ჰქონდა. ეს ჩანაწერი შეიცვალა, მაგრამ აქ წერია - დაცვის მხარე და ბრალდების მხარე. მალხაზ მაჩალიკაშვილი დაბარებულია მოწმის სახით. ის მხარე არ არის. მის მიმართ ჯერ სისხლის სამარლებრივი დევნა არ ხორციელდება და ბრალი წაყენებული არა აქვს. რა თქმა უნდა, საქმე არ არის გადასული სასამართლოში. მხარედ ის ბრალის წაყენების შემთხვევაში იქნება მოხსენიებული. შესაბამისად, ჩვენ ეს უფლებამოსილება არ გაგვაჩნია. კანონი ამის საშუალებას არ გვაძლევს. როგორც კი მალხაზი გამოკითხვაზე დაიბარეს, აღნიშნულ საკითხზე მაშინვე ვიფიქრე, რადგან თავს ავარიდებდი მის ემოციურობას, სუს-ის შენობაში შესვლისგან გამოწვეულ სტრესს, არარელევანტურ კითხვებს. მოსამართლესთან ყველაფერი გამჭვირვალე იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, კანონი ამის საშუალებას არ მაძლევს. ბევრ რაღაცაში ვართ შეზღუდული, მაგრამ არსებობს კანონი, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მარიამ კუბლაშვილმა.

ამასთან, კუბლაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ თუკი მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის ბრალის წაყენება ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლით მოხდება, ასეთ შემთხვევაშიც კანონი პირის სასამართლოს წინაშე გამოკითხვას გამორიცხავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა