ანრი ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტი გამორიცხულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტი გამორიცხულია. როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ კანონპროექტში ჩავდეთ ყველა ის გარანტია, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტი გამორიცხულია. ტექნიკურ საკითხებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რაიმე დაბრკოლებას კონკრეტული პირის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვუზრუნველყავით მრავალეტაპიანი პროცედურის გაწერა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოხდეს პროცესის წარმართვა. შესაბამისად, ჩვენ მივიღოთ და პარლამენტს მოგვეცეს შესაძლებლობა, შევარჩიოთ საუკეთესო კანდიდატები. პროცესი საბჭოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარიმართება, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, თვალყური ადევნოს რა სტანდარტით და რა თანმიმდევრობით მოხდება ამ პროცესის წარმართვა",- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა