სულხან სალაძე მაჩალიკაშვილზე - თუ ამ ადამიანმა რეალურად დაგეგმა, რომ ტერაქტი ყოფილიყო ჩადენილი, როგორც სუს-ი აცხადებს, ცხადია, მიღებული უნდა იყოს სხვა ზომებიც

როდესაც სუს-ი დაბეჯითებით საუბრობს, რომ 23 მარტს ნამდვილად იყო ასეთი საუბარი კონკრეტულ პირებს შორის, ცხადია, უნდა გვითხრან, რას ემსახურება მხოლოდ ამ ინფორმაციის გასაჯაროება, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. თუმცა, სალაძე მიიჩნევს, რომ თუ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რეალურად დაგეგმა პროცესების წარმართვა ისე, რომ ტერაქტი ყოფილიყო ჩადენილი, ცხადია, უნდა იყოს მიღებული სხვა ზომებიც.

„სამწუხაროდ, ჩვენ შევეჩვიეთ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები რიგ შემთხვევაში ფრაგმენტულად ავრცელებენ ინფორმაციას და ამით ხდება საზოგადოებრივი აზრის შექმნა. მხოლოდ ეს ნაწილი ინფორმაციისა თავისთავად ძალიან რთულია და ასევე რთულია საუბარი იმაზე, კონკრეტულ პირს მიუძღვის თუ არა დანაშაული კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია უფრო მეტი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიეწოდოს საზოგადოებას, ვინაიდან ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, ბევრს არაფერს ამბობს გარდა იმისა, რომ ერთი კონკრეტული დღის ჩანაწერია როგორც ამას სუს-ი აცხადებს. თუმცა, ვიცით, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გასული წლის მაისშია დაწყებული და იმ დროიდან მოყოლებული თუ ეს პროცესი მიმდინარეობდა, ლოგიკური იქნებოდა, რომ უსაფრთხოების სამსახურს მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. როდესაც სუს-ი დაბეჯითებით საუბრობს, რომ 23 მარტს ნამდვილად იყო ასეთი საუბარი კონკრეტულ პირებს შორის, ცხადია, უნდა გვითხრან, რას ემსახურება მხოლოდ ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ამასთან, თუ ამ ადამიანმა რეალურად დაგეგმა ამ პროცესების წარმართვა იმ მხარეს, რომ ტერაქტი ყოფილიყო ჩადენილი, როგორც თავად აცხადებენ, ცხადია, უნდა იყოს მიღებული სხვა ზომებიც. ძალიან ცუდია ის, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი ადვოკატს და ერთ-ერთ გამოკითხულ პირს, ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას, გამოძიებას ექნებათ საშუალება მათთვის სასურველ ინფორმაციაზე ისაუბრონ, ხოლო მეორე მხარე ვერ ისაუბრებს ღიად იმ პროცესზე, რაზეც იქნება საუბარი გამოძიების პროცესში",- განაცხადა სალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა