დავით ჭიჭინაძე - 2020 წლამდე თუ მივიდა „ქართული ოცნება“, ქვეყანას ააფეთქებენ

2020 წლამდე თუ მივიდა „ქართული ოცნება“, ქვეყანას ააფეთქებენ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7 vs 1” განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებს წააგებს, ჭიჭინაძემ ასე უპასუხა: „2020 წელს თუ მივიდა „ქართული ოცნება“, აფეთქდება საერთოდ, წაგებაზე არ არის საუბარი, ქვეყანას ააფეთქებენ“.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი სიტუაციას ვერ დაალაგებს.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, უმართავად შეიძლება ქვეყანა შეინარჩუნო? ივანიშვილი ვერ დაალაგებს, რესურსი აღარ არის. უნდა, რომ მმართველი პარტიის სტატუსი შეინარჩუნოს, მაგრამ ეძებს არა მოდელში ცვლილებას, არამედ ადამიანების ცვლილებაში და ისიც ძველებში, ვისაც ენდობა ან არ ენდობა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა