ნოდარ ხადური OECD-ის ექსპერტებს შეხვდა

ნოდარ ხადური OECD-ის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის განყოფილების უფროს ექსპერტს - საბინა ზიგელსკის და კერძო ექსპერტს - მაქსიმ ნაზარენკოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს კონკურენციის კანონმდებლობის ევროკავშირის კონკურენციის სამართალთან დაახლოების მიზნით განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობასა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებისკენ მიმართულ სამომავლო ღონისძიებებზე.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტების ძირითადი ინტერესის საგანს წარმოადგენდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წინაშე აღსრულების პროცესში მდგარი გამოწვევები და არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით დაგეგმილი აქტივობები.

ნოდარ ხადურმა ექსპერტებს მიაწოდა ინფორმაცია დღეს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს და შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების, საქართველოში კონკურენციის სამართლის აღსრულების და სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე და კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები.

ექსპერტებმა გამოხატეს მხარდაჭერა სააგენტოს გაძლიერების და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მიმართ და გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო