პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ ეტაპზე 6 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა

15 მაისის 12:00 საათის მონაცემებით, პრაქტიკოსი მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 6 000-მა მსურველმა გაიარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყო და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია გამარტივებული ფორმატით, მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს, ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს; პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრისა და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ასევე მათაც, ვისაც აქვთ სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება; მასწავლებლობის მსურველებს, რომლებსაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრაციის დროს არ ხდება სტატუსის გადამოწმება. შესაბამისად, ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც, თუმცა შედეგების გამოყენებას მასწავლებლობის საქმიანობის დასაწყებად მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, როდესაც კვალიფიკაციას მოიპოვებს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირებულ პირებს სთავაზობს კონსულტაციების გავლას ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა