ანონსი 17 მაისი

17 მაისს, 09:30 საათზე, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის პროგრამისა და მისი განხორცილების შედეგების პრეზენტაციას გამართავს. პროგრამა „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში შემუშავდა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

მის: „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, თელავის #20

17 მაისს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დეკანოზი ალექსანდრე გალდავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე. საპატრიარქოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. შსს-ს განცხადება.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 მაისს, 10:30 საათზე, ბათუმში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული განათლების და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.

განათლების და მეცნიერების თანამედროვე მულტიფუნქციურ კომპლექსში თავმოყრილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი და ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი.

მის: ბათუმი, სვიშევსკის N1.

17 მაისს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, ნინო გოგუაძისა და სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: წინასაარჩევნო ზეწოლა სკოლებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

17 მაისს, 11:30 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ნიკა გოგბერაშვილი მედია-ჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თემა: რა აჩვენა შესწავლამ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობაზე, არის თუ არა ხარჯთეფექტური უწყება და ვინ უნდა აგოს პასუხი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მიყენებულ ზარალზე.

მის: აკაკი წერეთლის გამზირი 99, 1 სართული, ბ.49

საკონტაქტო : 599 291202

17 მაისს, 11:30 საათზე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდის „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ზვიად გამსახურდიას სახელის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში.

მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

17 მაისს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებსაც სიგელებსა და საჩუქრებს გადასცემს. შედგება ასევე, იმ ღონისძიებების პრეზენტაცია, რომლებიც 18 მაისს - მუზეუმების საერთაშორისო დღის კვირეულისა და აქციის „ღამე მუზეუმში“ფარგლებშია დაგეგმილი.

მის: სანაპიროს 4

17 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროცესი გაიმართება.

17 მაისის, 14:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

მის.: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (II კორპუსი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი)

17 მაისს, 14:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

მის: ჭიათურა, ნინოშვილის ქუჩა.

17 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ღონისძიება სახელწოდებით - „ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2019 - ბათუმის სესია“ გაიხსნება. სტუდენტების განსახილველ თემებს შორის არის საპენსიო რეფორმა. სამიტის მონაწილეები სარეკომენდაციო დოკუმენტს შეიმუშავებენ, რომელშიც დეტალურად იქნება განხილული დაგროვებითი საპენსიო სქემა და ევროკავშირის საპენსიო პოლიტიკა

მის.: ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი

17 მაისს, 15:00 საათზე, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“, ზუგდიდის არჩევნებთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას გაავრცელებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

17 მაისს, 15:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმისქ. #12

საკონტაქტო: ქეთი ლაცაბიძე

17 მაისს, პარასკევს, 15:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში“ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ კვლევის შედეგებს და ამ კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის სარეკომენდაციო დოკუმენტს წარადგნენ.

პრეზენტაციას ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: სასტუმრო „რუმსი“

საკონტაქტო : ანა ტოკლიკიშვილი- 595 221 999

17 მაისს, 16:30 საათზე „აფხაზეთის დღისადმი“ მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართება.

საკონტაქტო: ხათუნა მაჭავარიანი - 599139914

17 მაისს, 17:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკაშირებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდგომაც სამების საპატრიარქო ტაძრის გალავანთან კონცერტი გაიმართება.

17 მაისს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ზესტაფონში მოსახლეობას შეხვდებიან.

მის: ზესტაფონი, მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის სანაპირო (საკათედრო ტაძრის მიმდებარედ).

17 მაისს, 18:00 საათზე, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, "ლგბტ" - თემის პროპაგანდისტული გამოსვლის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.

საკონტაქტო პირი: კობა დავითაშვილი 599 55 47 83 მარიამ ბაციაშვილი 558123412

17 მაისს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“, „ისტორიული კვირეულის“ ფარგლებში, პროექტის „ისტორიული Sელფერის“ გამოფენა/წარდგენა გაიმართება. ღონისძიება დაგეგმილია, „ისტორიული კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც 15 მაისს დაიწყო და 26 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ პროექტის „ისტორიული Sელფერი“ იდეის ავტორი, კოტე იანტბელიძე და მხატვარი, ლევან სილაგაძე.

მის.: „ბიბლუსი გალერეა“, კანდელაკის #7

საკონტაქტო : მარიამ აბდუშელიშვილი, 598782842

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო