ვახტანგ მახარობლიშვილმა ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო მიღებაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თავის სიტყვაში, ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა კონსტიტუციის დღის მნიშვნელობა ნორვეგიელი ხალხისთვის.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ მეგობრულ ურთოერთობებზე და ხაზი გაუსვა 2018 წლის ნოემბერში, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ნორვეგიაში ვიზიტის, ისევე როგორც 2019 წლის მარტში ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის დაარსების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. ამ კუთხით ასევე ხაზი გაესვა უახლოეს მომავალში საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას.

ვახტანგ მახარობლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის.

სიტყვის დასასრულს, ვახტანგ მახარობლიშვილმა მომავალში, კიდევ უფრო მყარი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მან კიდევ ერთხელ მიულოცა ნორვეგიას ეროვნული დღესასწაული და ნორვეგიელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა