ანა დოლიძე - ეუთოს ექსპერტებმა რამდენიმე საკითხზე კრიტიკული შენიშვნა გამოთქვეს

იყო მითითება იმაზე, რომ პატარა პროცედურულმა პრობლემამაც კი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დასვას მოსამართლის დანიშვნა და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ამ მოსამართლემ გამოიტანოს. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, საბჭოზე ჩნდება უდიდესი პასუხისმგებლობა რომ კანონის ზედმიწევნითი დაცვით წარიმართოს გასაუბრების პროცესი,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, ეუთო-ს ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტებმა რამდენიმე საკითხზე კრიტიკული შენიშვნაც გამოთქვეს.

"მათ გამოთქვეს უკმაყოფილება, რომ ისინი უნდა ჩამოსულიყვნენ იმ პერიოდში, როცა კანონი იხილებოდა და არა მას შემდეგ, რაც კანონი მიღებულია და რომ კანონის მიღება ზედმეტად სწრაფად მოხდა. ასევე, აღნიშნეს, რომ რამდენიმე რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული, მაგალითად, ის, რომ დახურულია კენჭისყრა, ის, რომ საბჭოს თითოეულ წევრს არ უწევს დაასაბუთოს მისი გადაწყვეტილება და ყველაზე კრიტიკული კომენტარი იყო მითითება, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2019 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება ისლანდიის წინააღმდეგ, სადაც პროცედურული დარღვევების გამო მოსამართლის დანიშვნის პერიოდში, დანიშვნა არალეგიტიმურად იყო ცნობილი და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ მოსამართლეს ჰქონდა მიღებული, იყო ცნობილი არაკანონიერად ანუ, იყო მითითება იმაზე, რომ პატარა პროცედურულმა პრობლემამაც კი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დასვას დანიშვნა და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ამ მოსამართლემ გამოიტანოს. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, საბჭოზე ჩნდება უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ კანონის ზედმიწევნითი დაცვით წარიმართოს გასაუბრების პროცესი",- განაცხადა დოლიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო