ევროკომისია - თურქეთის ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ევროკომისიამ ყოველწლიური მოხსენება ევროკავშირის გაფართოებისა და კანდიდატ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების მდგომარეობის შესახებ გამოაქვეყნა. თურქეთის თაობაზე მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს ქვეყანა რჩება ევროკავშირის საკვანძო პარტნიორად და კანდიდატ სახელმწიფოდ. მიმდინარეობს დიალოგი და თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე იმ საკითხების გარშემო, რაც ორივე მხარისთვის საინტერესოა. მათ შორის უმთავრესია მიგრაციის საკითხები და თურქეთში მყოფი ლტოლვილების დახმარება ევროკავშირის მხრიდან. თუმცა, თურქეთი სულ უფრო შორდება ევროკავშირს. ამ ქვეყანამ სერიოზულად დათმო პოზიციები კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების საკითხში. მოხსენების თანახმად, საკონსტიტუციო შესწორების შედეგად სერიოზულად შესუსტდა პოლიტიკურ სისტემაში ბალანსისა და ურთიერთკონტროლის ეფექტური სისტემა. შედეგად დანარჩენი საკითხების განხილვა აზრს კარგავს და მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესული. თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მხოლოდ ფორმალურად რჩება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს