ლევან გოგიჩაიშვილი თბილისის ვიცე-მერს - იცოდით თუ არა, რომ თბილისის გენგეგმა  შეუსაბამო იყო ახალ ე.წ მშენებლობის კოდექსთან და რომ ამ კოდექსის ამოქმედებით შეიქმნებოდა კოლაფსი?!

იცოდით თუ არა, რომ თბილისის გენერალური გეგმა, რომელსაც იღებდით, შეუსაბამო იყო ახალ ე.წ მშენებლობის კოდექსთან და რომ ამ კოდექსის ამოქმედებით შეიქმნებოდა კოლაფსი?!- ამ კითხვით მიმართა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რაზეც ირაკლი ხმალაძემ უპასუხა, რომ ამ კანონისა და თბილისის გენგეგმის შეუსაბამობის შესახებ კანონის მიღების დროსვე იცოდნენ.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ამ პრობლემის შესახებ თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, ერთი წლის განმავლობაში, კომიტეტის სხდომებზე რამდენჯერმე გააჟღერეს და მუდმივად იდგა საკითხი, რომ კანონპროექტი უნდა გადავადებულიყო. მისივე თქმით, უკვე ბოლო პერიოდში მოუწიათ მათ აღნიშნული კანონპროექტის გადავადების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიემართათ.

„ჩვენ ეს კანონის მიღების დროსვე ვიცოდით, ჩვენი შენიშვნებიც მოწერილია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც ამ კანონპროექტს იხილავდით და ჩვენი წარმომადგენლები, საკომიტეტო მოსმენებზე ამ პრობლემას ასახელებენ. უფრო მეტიც, ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რამდენჯერაც საკითხი დავსვით, მუდმივად იყო მოსაზრება და საკითხი იდგა, რომ ეს კოდექსი უნდა გადავადებულიყო. სივრცითი მოწყობის კოდექსის მიღების დროს, ერთი წლის წინანდელი განხილვებისას, ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ საკომიტეტო მოსმენებზე და დააფიქსირეს ყველა ეს პრობლემა. უფრო მეტიც, ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დავსვით საკითხი და იყო მოსაზრება კოდექსის გადავადებასთან დაკავშირებით. როდესაც მოვიდა ბოლო პერიოდი და ამას დაემატა შემუშავებული მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არც თუ ისე თავსებადია თქვენ მიერ დამტკიცებულ გენგეგმასთან, მაშინვე მოვაკითხეთ პარლამენტს და ვთხოვეთ გადავადება“, - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ თბილისის გენგეგემის განხორციელებისას იმ ზონირების პრინციპით განაგრძობენ მუშაობას, რაც ახლა აქვთ დამტკიცებული, სისრულეში 6 თვეში მოიყვანენ და შესაბამისად, კანონის გადავადებაც აღარ გახდება საჭირო.

„6 თვეში ჩავეტევით, თუ წავალთ იგივე ზონირების პრინციპით, რაც დღეს გვაქვს დამტკიცებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ პრობლემა არ გვაქვს დამტკიცებული და კანონში ცვლილება არ გვინდა. გვინდა, უბრალოდ გვყოფნის 6 თვე, მოვასწრებთ კანონქვემდებარე აქტების მიღებას არა გენგეგმის ნაწილში და მოვასწრებთ ელექტრონული სერვისების გადაწყობას. ამასთან ერთად, მოვასწრებთ საზოგადოებასთან კომუნიკაციას, ვინაიდან დეველოპერების გარდა, სანებართვო სერვისების მომხმარებლები არიან რიგითი მოქალაქეები. ჩემი და მაიას აქ მოსვლის მიზანი არ ყოფილა ის, რომ 6 თვე ისევ გადაგვეწია 20 სექტემბრადე, იყოს 6 თვე“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ „თბილისის მერიას უნდა, 1 წლის განმავლობაში სრული „კარტ-ბლანში“ ჰქონდეს კორუფციული სქემების ასამოქმედებლად“. მისივე განცხადებით, საკომიტეტო მოსმენისას მერიის წარმომადგენელთა განცხადებების შედეგად გაირკვა, რომ თბილისის გენგეგმა შეუსაბამობაშია ე.წ. მშენებლობის კოდექსთან.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ზაზა გაბუნია წარადგენს, მოიცავს ცვლილებებს, რომელიც ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, 2019 წლის 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს. პროექტით კი, თბილისის მერიისთვის ამჟამად მოქმედი რეგულაციები უნდა შენარჩუნდეს და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში და პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებების ამოქმედდება 2020 წლის სექტემბრისათვის გადავადდეს. ამასთან, ახალი ინიციატივით, განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს მოიცავს, იურიდიულ ძალას 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ინარჩუნებს.

ცვლილებების არგუმენტად მითითებულია ის, რომ მერიამ ნორმატიული აქტების ახალ მშენებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოასწრო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა