ახალ ქსელზე გადართვის მიზნით აბონენტთა ნაწილს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ახალ ქსელზე გადართვის მიზნით აბონენტთა ნაწილს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განაგრძობს თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას.

გაზგამანაწილებელი ქსელის ერთ-ერთ რეაბილიტირებულ მონაკვეთზე დღეს გადართვითი სამუშაოები იგეგმება. საბურთალოს რაიონში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების მიმდებარედ ახლად აშენებულ ქსელზე გადართვის მიზნით, აბონენტთა ნაწილს დღეს, დილის 09:00 სათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.

„გაზის მიწოდება შეუწყდება პეკინის ქ. 41, 44, ჟიული შარტავას, კანდელაკის ქ. 6ა, 7, 9, 15, 57, მგალობლიშვილის ქ. 1, 7, 13, ბუდაპეშტის I ჩიხი 3, I შეს. 6-8 (ფანჯიკიძის I შეს. 8), ბუდაპეშტის ქ. 22-ში (ახლ. ფანჯიკიძის ქ. 22) მდებარე ამხ. M „მწვანე ბუდაპეშტის“ საცხოვრებელი კომპლექსის, ონიაშვილის ქ. 1, 2, 4, 14, 23, 25/27, 26, 30, 31, 34, 57, 61, 62, გაგარინის ქ. 1, 7, 4-4ა, გაგარინის II შეს. 2/5-4, IV შეს. 6/8 (ჟიული შარტავას 4 შეს. 60-6/8), გაგარინის IV შეს. 2/19-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, გაგარინის შესახვევში (აკაკი გახოკიძის, სოკრატ არშბას, ვიტალი დარასელიას) მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე, ბუდაპეშტის ქ. 1-ში მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯის ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, შარტავას ქ. 40-ში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, ონიაშვილის ქ. 38-ში – ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, ტაშკენტის ქუჩაზე – საზღვრის დაცვის დეპარტამენტს და შპს „მედი კლაბ ჯორჯიას“, იმედაშვილის ქუჩაზე – საჯარო სკოლა #123-ს, პეკინის ქ. 46-ში – საბურთალოს რ/ნ-ის პოლიციის შენობას, პეკინის ქ. 41-ში – შპს „იმპერიალს“ და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 31 მაისის 10.00 სთ-დან და დასრულდება 16.00 სთ-ვის.

აბონენტებს გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ ონკანები ღია მდგომარეობაში.

ახალ გაზმომარაგების ქსელზე გადართვა მნიშვნელოვანია უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზს (032) 2404004.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განაგრძობს დედაქალაქის ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში