მიხეილ ყაველაშვილი - გიორგი სამუშია ის ადამიანია, რომელმაც სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი“ შეასხა

გიორგი სამუშია ის ადამიანია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი“ შეასხა. გიორგი სამუშია, წინა ხელისუფლების ჯალათი და ეჭვმიტანილია წამებაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გიორგი სამუშიას მსგავსი ადამიანები აუცილებად დაისჯებიან.

„გიორგი სამუშია, ე.წ. წინა ხელისუფლების ჯალათი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეჭვმიტანილი წამებაზე დაკავებულია უკრაინაში. ეს ის ადამიანია, რომელიც სულ ახლახანს მიხეილ სააკაშვილი როცა ხვდებოდა ემიგრანტებს, იკადრა და იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი“ შეასხა. ეს ადამიანი არის მწამებელი. ეს ადამიანი იმართება ყოფილი პრეზიდენტისგან, რომელიც შოუებს დგამს ყოველთვის. გიორგი სამუშია და ასეთი ადამიანები, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი მოქალაქეების წინაშე, აუცილებლად იქნებიან დასჯილები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო