მიხეილ კალანდიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

მიხეილ კალანდიას ბრალს ოფიციალურად დღეს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განუცხადა, რომელიც დაკავებულს პოლიციის მთავარ სამმართველოში შეხვდა.

მისი თქმით, მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ სცნობს. ადვოკატის განცხადებით, ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გაეცნობიან საქმის მასალებს და დააფიქსირებენ კონკრეტულ პოზიციას.

„მიგვაჩნია, რომ ბრალდების ის ფორმულირება, რომელიც წარდგენილია მიხეილ კალანდიას მიმართ, არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდება“, - აცხადებს ადვოკატი.

შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს