მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხება იყო

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“, დღეს რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხება იყო. 9:46 საათზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს.

„9:46 საათზე, ტექნიკური ხარვეზის გამო ერთ-ერთი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე, კონკრეტულად სადგურის მოედანზე მგზავრებისგან დაიცალა. ეს მგზავრები გაყვნენ შემდეგ მატარებელს, რომელიც გავიდა 9:52 საათზე. არანაირი შეფერხება სხვა მიმართულებით და სხვა სადგურებში არ ყოფილა, შეფერხება იყო მხოლოდ და მხოლოდ 6 წუთი, ერთჯერადად.

ჩვენ გვაქვს გაწერილი წესები, სადაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მატარებელი, რომელსაც მცირედი ტექნიკური ხარვეზი აქვს, უნდა დაიცალოს მგზავრებისგან. ეს შემადგენლობა შევიდა ჩიხში და მგზავრები გაყვნენ შემდეგს.

ინსტრუქტორებმა უნდა შეისწავლონ, კონკრეტულად რა ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა შემადგენელს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025