ქეთევან ციხელაშვილი გაეროს რეზოლუციაზე - მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, დევნილთა დაბრუნების უფლება განუყოფელია საერთაშორისო სამართლით და მათ ამ უფლებას ვერავინ წაართმევს

ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ვამბობთ - მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, დევნილთა დაბრუნების უფლება განუყოფელია საერთაშორისო სამართლით და მათ ამ უფლებას ვერავინ წაართმევს- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 73-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ეხმაურება, რომელიც „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს“ ეხება.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნული რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და იძულებით გადაადგილებულ პირებს დაბრუნების განუყოფელი უფლების განხორციელებისათვის გააჩნიათ.

„ყურადსაღებია, რომ რეზოლუცია თავისთავად მოუწოდებს შესაბამის ფორმატებს და მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომ ეს საკითხი არსებითად განიხილოს. ანუ, რეზოლუციით არ ხდება ამ საკითხის იმპლემენტაცია. იგი მხარდამჭერი დოკუმენტია და პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას აფიქსირებს, ხოლო პროცესი, რა თქმა უნდა, ძალიან კომპლექსურია.

ქართული მხარე მზადაა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ეს საკითხი ყველა ასპექტით განიხილოს. მთავარი ის გახლავთ, რომ ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ვამბობთ - მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, უნდა თუ არა დღეს ამ საკითხზე საუბარი, დევნილთა დაბრუნების უფლება განუყოფელია საერთაშორისო სამართლით და მათ ამ უფლებას ვერავინ წაართმევს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ინფორმაციას მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს