ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას პროპორციული სისტემის ამოქმედება ორჯერ - 2016- 2017 წლებში შევთავაზეთ და უარი თქვეს - ახალი დისკუსიის გახსნის მცდელობა აზრს მოკლებულია

“ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება ორჯერ - 2016 და 2017 წლებში შესთავაზა და ორჯერვე უარი თქვეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების თაობაზე.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში წაგებულია, საკუთარი თავის გააქტუალურებას ცდილობს.

“გავიხსენებ ისტორიას. “ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ორჯერ შესთავაზა პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან ამოქმედება - ერთი ეს ის იყო 2016 წელს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი იყო. მაშინ ამ შეთავაზებაზე ოპოზიციამ უარი თქვა. მეორედ ეს 2017 წელს მოხდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარე მე ვიყავი. იქაც გაკეთდა შეთავაზება 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედების თაობაზე და ოპოზიციამ იქაც უარი თქვა. ახლა პროცესის დაწერება აზრს მოკლებულია. მათ თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რაც ამ წლების განმავლობაში გავიარეთ. მათ დისკუსია თვითონ დახურეს და ახალი დისკუსიის გახსნის მცდელობა საფუძველს მოკლებულია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა