რომან გოცირიძე - ეკონომიკის მინისტრთან იმდენმა საკითხმა მოიყარა თავი, ერთბაშად თუ გადავხედავთ, დავასკვნით, როგორი არასახელმწიფოებრივი ხელისუფლება გვყავს

ეკონომიკის მინისტრთან იმდენმა საკითხმა მოიყარა თავი, ერთბაშად თუ გადავხედავთ, გავაკეთებთ დასკვნას, თუ როგორი არაეროვნული და არასახელმწიფოებრივი ხელისუფლება გვყავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მოსმენამდე განუცხადა.

„პირველი საკითხია ჭიათურა. ჭიათურა და ფერო უცხოელ მესაკუთრეს ჩამოართვეს და მას ორი წლის განმავლობაში ვიღაცეები მართავენ. ვიცით, როგორი კრიზისი შექმნეს პანკისის ხეობაში. ფოთისა და ანაკლიის პორტების ისტორია ეს არის სახელმწიფოს ღალატი, თუ ანაკლიის პროექტი ჩაიშალა და დიდი ალბათობით საქმე აქეთკენ მიდის. “გაზპრომთან“ ხელშეკრულება ორი წელია ჩვენი კრიტიკის საგანია. ხელშეკრულებას ხელი ფარულად მოაწერეს და არავინ იცის, რატომ ცდილობენ ამ რუსული საომარი იარაღის საქართველოში შემოთრევას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, ყველა აღნიშნულ საკითხზე გადწვეტილებების მიმღები პირი არის ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მინისტრები და მინისტრის აპარატი შემსრულებლები არიან.

“თუ არ გინდა უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო, იყო მძიმე მდგომარეობაში და შემდეგ ხალხმა გლანძღოს, მაშინ იმ პოსტს არ უნდა დათანხმდე, რომელზეც იმყოფები. ეს არის მარტივი გამოსავალი. თუ გინდა იყო წესიერად და მშვიდად, არ უნდა ითამაშო მარიონეტის როლი“, - აღნიშნა გოცირიძემ.

პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ. თურნავა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს: - ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და “გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო