ნათია თურნავა - თუ დავინახეთ, რომ რაიმე საფრთხე მაინც ემუქრება ანაკლიის კონცეფციას, მოვითხოვთ ალტერნატიული პროექტის კორექტირებას

თუ დავინახეთ, რომ რაიმე საფრთხე მაინც ემუქრება ანაკლიის კონცეფციას, რასაკვირველია, ჩვენ მოვითხოვთ ასეთი ალტერნატიული პროექტის კორექტირებას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ღრმაწყლოვანი პორტის ორი პროექტის ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

თავის მხრივ, როგორც მან აღნიშნა, ფოთის პორტის ინვესტორსაც მთავრობა ძალიან ფრთხილად ეკიდება და აფასებს მათ როლს ქვეყნის განვითარებაში და ლოგისტიკური პოტენციალის განმტკიცებაში.

„რასაკვირველია, როცა არსებობს ბუნებრივი, ისტორიული თუ სიტუაციური მონოპოლია, ამ შემთხვევაში, ყოველთვის არის გარკვეული უკმაყოფილება ტარიფებთან მიმართებაში. ერთ-ერთი ჩვენი მოტივატორი თავის დროზე, რატომაც წამოვიწყეთ ანაკლიის პროექტი და რატომ ვუჭერთ მხარს, არის ის, რომ შემოვიტანოთ მეტი კონკურენცია. რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა თეორიაში, რომ ღრმაწყლოვანი პორტის ორი პროექტი ერთობლივად განხორციელდეს, დღევანდელი მოცემულობაა, რომ პრიორიტეტი აქვს ანაკლიის პორტს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ინვესტორთან ერთად, მაქსიმალურად შევკრათ დაფინანსება და დავარწმუნოთ ბანკები მიღებული პრაქტიკის ფარგლებში, რომ ეს პორტი არის მიმზიდველი, მომგებიანი და პერსპექტიული. ამ პროცესში თუკი შემოვა რაიმე ალტერნატიული წინადადება, აუცილებლად, პირველ რიგში, გავეცნობით დეტალურ ბიზნესგეგმას, რომელიც სამინისტროში ჯერჯერობით იგივე „ეი პი ემ“-ს წარმოდგენილი არ აქვს, ყოველშემთხვევაში ეს ბიზნესგეგმა მე არ მინახავს და როგროც ჩანს, არც არის ჯერჯერობით წარმოდგენილი. ასეთი ბიზნესგეგმის არსებობის შემთხვევაში, თუ დავინახეთ, რომ რაიმე საფრთხე მაინც ემუქრება ანაკლიის კონცეფციას, რასაკვირველია, ჩვენ მოვითხოვთ ასეთი ალტერნატიული პროექტის კორექტირებას. არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს ანაკლიას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?