„ეიპიემ ტერმინალსის“ გენდირექტორი - ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას

ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა განუცხადა.

კითხვაზე, რა არის დაბრკოლება ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროცესი პროგრესირებადია და დაბრკოლებები არ არის, ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრის მიერ გაუქმებული ბრძანების აღდგენის მოლოდინი აქვს.

„დაბრკოლებებზე არ ვსაუბრობთ, ეს განგრძობითი, პროგრესირებადი პროცესია. ორი რამ, რასაც ველოდებით, არის გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენა, ვიცავთ რა ჩვენს კორპორაციულ პრინციპებსა და განსაკუთრებულ პატივს ვცემთ საქართველოს კანონმდებლობას და ვმოქმედებთ მასთან შესაბამისად. ასევე, როდესაც გვექნება შესაბამისი ნებართვა, ჩავატარებთ გარემოზე ზემოქმედების კვლევას, რომელიც ერთხელ უკვე გაკეთდა, თუმცა, ხელახლაა ჩასატარებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმთან“ გრძელვადიან კონტრაქტზე, მიდის აქტიური მოლაპარაკებები კომერციულ პირობებზე, სტანდარტებზე, უსაფრთხოებასა და სხვა კომპლექსურ საკითხებზე. როდესაც გარემოზე ზემოქმედების შეფასება გვექნება, ამ მრავალსაფეხურიანი პროცესის მორიგ ეტაპზე გადავალთ და ასე შემდეგ“,-განაცხადა კლაუს ლორსენმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო: „ეიპიემ ტერმინალსის“ გენდირექტორი - ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო