მამუკა ბახტაძე - ამერიკელ მეწარმეებს მოვუწოდებთ, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს

ჩვენი ქვეყანა არის მე-3 ადგილზე მსოფლიოში საგადასახადო რეჟიმის სიმსუბუქის თვალსაზრისით, რისი მიღწევაც არ იყო მარტივი; ჩვენ დღესაც გვაქვს ჯანსაღი ბალანსი ინფრასტრუქტურაში და ადამიანურ კაპიტალში მზარდ ინვესტიციებსა და დაბალი გადასახადების შენარჩუნებას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში, რასაც ადასტურებენ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საქართველოს მსხვილი საერთაშორისო ინვესტორები.

„ჩვენ მივესალმებით, მოვუწოდებთ და ვიწვევთ ამერიკელ მეწარმეებს, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს. ჩვენი მდებარეობის წყალობით, ჩვენი უშუალო რეგიონული ბაზარი მოიცავს 500 მილიონ ადამიანს. ამერიკულ ბიზნესებს ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გასასვლელს ევროპის და აზიის ბაზრებზე. საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭეა ევროპაში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მზარდი სამომხმარებლო ბაზარი. ამ რეგიონში თავმოყრილი მსოფლიოს ყველა მინერალური რესურსის 18%. ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს ამ ქვეყნების დახმარებაში, სრულად გამოიყენონ ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში. სწორედ ამიტომაც ვაშენებთ ღრმაწყლოვან პორტს საქართველოში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მწვანე ეკონომიკის სტრატეგიაზე, რომელიც კონცენტრირებულია ქვეყნის მასშტაბით გარემოს დაცვაზე და მომავალი თაობებისთვის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზე.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს