თამარ მეფის ორდენი შესაძლოა, მხოლოდ ქალებისთვის აღარ გაიცეს

თამარ მეფის ორდენი შესაძლოა, მხოლოდ ქალებისთვის აღარ გაიცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ განუცხადა. როგორც ჩხეიძემ აღნიშნა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით წინადადებას ამუშავებს, რომელიც მთავრობას და პრეზიდენტს გაეგზავნება.

„თამარ მეფის ორდენი დღეს გენდერული ნიშნით გაიცემა, მაგრამ შეიძლება თუ არა საერთოდ გენდერული ჯილდო არსებობდეს? ეს მსოფლიოში არ არის მიღებული. შეიძლება რომ ქალი იღებდეს ამ ჯილდოს და კაცი ვერა? თამარ მეფის ორდენი თავიდან სამხედრო ჯილდო იყო და დღეს მხოლოდ ქალებს ენიჭებათ. რა თქმა უნდა, ბევრი წინადადება გვექნება, მათ შორის ისიც, რომ არ იყოს თამარ მეფის ორდენი მხოლოდ ქალებისთვის. ამაზე უნდა ვიმუშავოთ“, - აღნიშნა ჩხეიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?