არჩილ თალაკვაძე - 2020 წლის არჩევნებს „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით და კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შეხვდება

2020 წლის არჩევნებს „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით და კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შეხვდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებს მმართველი პარტია განახლებით შეხვდება.

„ჩვენ უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე. ასევე, დაწყებულია კონსულტაციები, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამით და განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში. ასევე, ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“,- განაცხადა თალაკვაძემ.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025