ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის სამმართველოში კონტრაქციის მონაწილეთა გამოკითხვა მიმდინარეობს

ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის სამმართველოში კონტრაქციის მონაწილეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებთან გამოსაკითხი პირების, მერაბ როდონაიასა და ჯაბა მუსელიანის ადვოკატი, დავით ცინცქილაძე აცხადებს, მათ ბრალს ვერ წაუყენებენ, ვინაიდან ხალხს აჯანყების უფლებაც აქვს, თუ სახელმწიფო ვერ უზურველყოფს ეთიკური ნორმების, საზოგადოების უფლების დაცვას.

„მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის საქმეზე, რაც უკანონო ფორმირების გაერთიანების შექმნა- ხელმძღვანელობას გულისხმობს, ან ასეთ ჯგუფში მონაწილეობას, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ მედიის საშუალებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თითქოს, ამ საქმეზე ვიღაცას უნდა წაეყენოს ბრალი. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ამ საქმეზე ვერავისზე ვერ მოხდება ბრალის წარდგენა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არავითარი ფორმირება არ ვართ, ეს საერთო სახალხო მოძრაობაა. ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ არიან აქ გაწევრიანებულები, რომ საკუთარი ეროვნული ღირებულებები დაიცვან, ასევე რწმენა და ზნეობა.

ეს კანონდარღვევა არ არის, რადგან ხალხი ძალაუფლების წყაროა, მათ თვითორგანიზაციის უფლება აქვთ. ხალხს აჯანყების უფლებაც აქვს, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ეთიკური ნორმების, საზოგადოების უფლების დაცვას.

იმ შემთხვევაში, თუ ქართული პოლიცია არ უზრუნველყოფს ჯანსაღი, საღად მოაზროვნე საზოგადოების უფლებების და ინტერესების დაცვას, მაშინ ხალხი ვალდებული იქნება თვითონ დაამყაროს ქვეყანაში კანონი. ეს გათვალისწინებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით ისევ საერთაშორისო აქტებით", - აცხადებს ცინცქილაძე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს