გურამ ფალავანდიშვილი - ვაპირებთ აქციას წინ დავუდგეთ კორდონით, შიშველი ხელებით - ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია კი გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს

ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია კი გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს. პოლიცია გამოდის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამოკითხვაზე მისულმა გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, აქციაზე მისვლას და კორდონის გაკეთებას აპირებენ.

"იმედია, პოლიცია სწორად შეაფასებს, ვინ პატრიოტია, ვინ - კანონმორჩილი და ვინ - საქართველოს მტერი. იმედია, მე მტრებში არ შევდივარ. როდესაც 9 აპრილი იყო და ჩვენ გვარბევდნენ, ხომ იყო კარგი მორაგბეებმა წესრიგი რომ დაიცვეს და კიდევ ბევრი ხალხი არ დაიხოცა? როდესაც სოდომს სახელმწიფო იცავს, იმ ქვეყანამ შეიძლება კანონს გადაამეტოს და შეიძლება უკანონობა ჩაიდინოს, ხალხი ფიზიკურად დახოცოს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაგროვებთ ბიჭებს, რომლებიც ამ ყველაფერს ფიზიკური ძალით დაიცავენ. რაც შეეხება კომბალს, მე ეს სიტყვა არ მითქვამს. კორდონის გარღვევა გაჟღერდა. აქ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ უნდა დავამყაროთ წესრიგი, სიმშვიდე. თუ პოლიცია გადაამეტებს და ხალხს წიხლებით, ნიჩბებით ცემას დაუწყებს, ჩვენ ერთმანეთს გადავეფარებით. თუ 9 აპრილს მომხდარივით ჩვენს გვამებზე გადაივლიან და მაინც ჩაატარებენ, ათასი მოწამესავით დაგვმარხავენ, მაშინ ძალა მათ მხარესაა. ჩვენი კომპენტეციაა, რომ თუ სამართალდამცველი, ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევი გახდება, ისე დაუწყებს ხალხს ცემას, როგორც 7 ნოემბერს და 26 მაისს, მაშინ ჩვენი იქ დგომით სუსტი ადამიანი უნდა დავიცვათ. ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია კი გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს. პოლიცია გამოდის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. თუ ეს გარყვნილებაა, მაშინ პოლიციამ ამის პროპაგანდა უნდა აღკვეთოს. ჩვენ ვაპირებთ მათ აქციას წინ დავუდგეთ კორდონით. შიშველი ხელებით ვიდგებით. თუ სახელმწიფო გაბედავს შიშველი ხელებით ხალხის დახოცვას, ეს მის სინდისზე იყოს", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში თბილისის სამმართველოში კონტრაქციის მონაწილეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა