ლევან ვასაძის თანამოაზრე ლევან ჩაჩუა - ეს არის გამოწვევა და ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა,  ისინი პრაიდის ფარგლებში ვერანაირ ღონისძიებას მშვიდად ვერ ჩაატარებენ

ისინი პრაიდის ფარგლებში ვერანაირ ღონისძიებას მშვიდად ვერ ჩაატარებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან ვასაძის თანამოაზრემ და ორგანიზაცია "ქართული იდეის" თავმჯდომარემ ლევან ჩაჩუამ განუცხადა.

მისი შეფასებით, პრაიდის ორგანიზატორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროვოკაცოული გამოწვევაა, რომელიც მიღებულია. მისივე განცხადებით, პრაიდის წინააღმდეგ გამოიყენებენ ყველა მეთოდს, თუმცა კონკრეტულ მეთოდებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს.

„ეს არის გამოწვევა და ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა. ისინი პრაიდის ფარგლებში ვერანაირ ღონისძიებას მშვიდად ვერ ჩაატარებენ. ყველა მეთოდს გამოვიყენებთ და არ ჩავატარებინებთ. მამათმავლობის პროპაგანდა, საქართველოში ვერ განხორციელდება მშვიდად, რომ ვიღაც ნაძირლებმა ამით იშოვონ ფული. პოლიციის კორდონი არ გაირღვევა, ისე არ ჩავატარებინებთ!"- განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა