გურამ ფალავანდიშვილი კითხვაზე, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ მათი მხრიდან  არ იქნება ძალადობა - იქ შეიძლება მოსული იყოს მთვრალი ხალხი, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ

მთავრობამ უნდა გადასცეს ამერიკას, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ისინი(ლგბტ საზოგადოება) და სახელმწიფომ ამორალურობა არ უნდა დაიცვას, - ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ქალაქის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. ,,იყო ნოველა კომბლეზე, იყო შეკითხვა, სად არის კომბლების საწყობი, რომელი ჩვენი ლიდერის სხვენში, ეს ხუმრობით, მაგრამ ბრალდება აბსურდულია, არანაირი რაზმი და მხედრიონი არ არსებობს. რაც დადებითი დავინახე, რომ აქ მომუშავე თანამშრომლების 99%-ს ეზიზღება სოდომური სიბილწე და არ უნდა მისი ქადაგება. მე გამოვრიცხავ, რომ მშვიდობიანად, შიშველი ხელებით მისულ ერს და ბერს, რომელიც შეეცდება, რომ ის კორდონი გაწიოს, რომელიც დაიცავს საქართველოს ამ წაბილწული აქციისგან, აი, ამ პოლიციელებმა ერს და ბერს ან ჭავლი, ტყვია მიუშვირონ. რაც შეეხება მთავრობას, მათ უნდა გადასცენ ამერიკას, რომ ხალხს არ უნდა ისინი. სახელმწიფომ ამორალურობა არ უნდა დაიცვას” - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

კითხვაზე, იღებდა თუ არა პასუხისმგებლობას, რომ მათი მხრიდან არ იქნება ძალადობა, გურამ ფალავანდიშვილის განაცხადა, რომ ისინი პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, რადგან გარდა ფალავნებისა, მოჭიდავეებისა და რაგბისტებისა, მათ რიგებში შეიძლება იყვნენ მთვრალი ხალხიც.

,,რა თქმა უნდა, ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რადგან ჩვენი რაზმელი ხომ არ არის ყველა? კარგი, ფალავნები,მოჭიდავეები და რაგბისტებ... იქ შეიძლება მოსული იყოს მთვრალი ხალხი, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ. ჩვენ მოვალთ მშვიდობიანად, რაც შეიძლება მეტი ხალხით” - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს