თეონა ლავრელაშვილი - ევროსტრუქტურებში ღიად საუბრობენ, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები საქართველოს ხელისუფლების იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს

20-21 ივნისს გამართული ევროლიდერების სამიტის შედეგებზე, იმაზე, სავრაუდოდ ვინ იქნებიან ევროკავშირის მომავალი ხელმძღვანელობი, ასევე იმაზე, თუ როგორ აფასებენ ევროსტრუქტურებში თბილისში განვითარებული მოვლენებს, „ინტერპრესნიუსი’“ ლუვენის უნივერსიტეტის დოქტორანტს და მიწვეულ მკვლევარს, თეონა ლავრელაშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო თეონა, 20-21 ივნისს ევროლიდერების სამიტი გაიმართა. რა შედეგით დასრულდა იგი?

- სამიტის ფარგლებში ლიდერების დღის წესრიგში 4 ძირითადი საკითხი იყო - უმაღლესი თანამდებობის პირების ნომინაცია, საგარეო ურთიერთობები, დეზინფორმაცია/ჰიბრიდული ომი და კლიმატის ცვლილებები.

ვერ მოხდა შეთანხმება ლიდერების ნომინაციაზე, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დროის მაქსიმუმს იყენებენ, რომ სასურველ მოლაპარაკებებს მიაღწიონ. პროცესის გაჭიანურების მიზეზი ისიცაა, რომ ევროკავშირის საბჭოში ევროპის სახალხო პარტიას და სოციალისტებს აღარ აქვთ უმრავლესობა.

ვერ მოხდა შეთანხმება ლიდერების ნომინაციაზე, თუმცა ეს მოულოდენელი არ ყოფილა... პროცესის გაჭიანურობის მიზეზი ისიცაა, რომ ევროკავშირის საბჭოში ევროპის სახალხო პარტიას და სოციალისტებს აღარ აქვთ უმრავლესობა

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით იყო მოლოდინი, რომ ლიდერები მხარს დაუჭერდნენ სათბურის გაზების შემცირების ინიციატიავას, მხარს დაუჭერდნენ კლიმატური ზომების მიღებას 2050 წლისთვის ე.წ. “კლიმატური მშვიდობის“ მისაღწევად. თუმცა, პოლონეთმა ეს დაბლოკა და ამ პოზიციას იზიარებს უნგრეთი და ჩეხეთიც.

დეზინფორმაციას რაც შეეხება – კონკრეტულ ინიციატივაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები არ შეჯერებულან, თუმცა საბჭოს დეკლარაციაში გარკვევით არის ნახსენები, რომ ევროკავშირი აცნობიერებს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის საფრთხეს და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს კოორდინირებული მოქმედებებისაკენ.

ევროკავშირი აცნობიერებს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის საფრთხეს და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს კოორდინირებული მოქმედებებისაკენ

ბოლოს, საგარეო ურთიერთობებს რაც შეეხება – ლიდერებმა ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის საკითხიც ფართოდ იქნა განხილული – კერძოდ, მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, რის გამოც რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივეს.

ასევე დაგმეს რუსეთის პერზიდენტის ბოლო განკარგულება, რომლის მიხედვით გამარტივებულად ხდება რუსეთის პასპორტების დარიგება უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ არ აღიაროს აღნიშნული პასპორტები.

- როცა ევროპულ სტრუქტურებზე ვსაუბრობთ, ახლა ყველაზე აქტუალური თემაა, თუ რა მთავრობას დააკომპლექტებს ახალარჩეული ევროპარლამენტი.

ეს იმის გამოა საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ მთავრობა-ევროკომისიას აქვს ექსკლუზიური საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, აღმასრულებელია წამყვანი საგარეო ურთიერთობების განხორციელებაში და ასევე იმიტომაც, რომ ჩვენი შემფასებელიცაა. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ მთავრობა-ევროკომისიას დაამტიცებს ევროპარლამენტი?

- გეთანხმებით, რომ ევროკომისიის როლი მეტად მნიშვნელოვანია, იგი ერთდროულად არის კანონმდებელი, აღმასრულებელი და ასევე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესების დამცველი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კლასიკური გაგებით ევროპარლამენტი არ ამტკიცებს მთავრობას, და ამ პროცესში წევრი ქვეყნების როლი საკამოდ დიდია.

ვგულისხმობ იმას, რომ ტრადიციულად, სწორედ წევრი ქვეყნები წარადგენენ ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატს, ასევე კომისრებს, უმაღლეს კომისარს საგარეო უსაფრთხოების საკითხებში და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს.

ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატია მანფრედ ვებერი, ევროპის სახალხო პარტიიდან, რადგან იპპ-იმ მოიპოვა უმრავლესობა არჩევნებში. თუმცა, როგორც ჩანს, ამ მოცემულობაში ევროკავშირის საბჭო დაიტოვებს თავის უფლებას, რომ თავად დაასახელოს კანდიდატი

წინა არჩევნების დროს ევროკომიის პრეზიდენტი აირჩა ე.წ „ტოპ-კანდიდატის“ პროცედურით, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის საბჭომ უნდა გაითვალისწინოს არჩევნების შედეგი და გამარჯვებული პარტიის კანდიდატი დაასახელოს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე.

ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატია მანფრედ ვებერი, ევროპის სახალხო პარტიიდან, რადგან იპპ-იმ მოიპოვა უმრავლესობა არჩევნებში. თუმცა, როგორც ჩანს, ამ მოცემულობაში ევროკავშირის საბჭო დაიტოვებს თავის უფლებას, რომ თავად დაასახელოს კანდიდატი.

რაც ნიშნავს რომ ძალთა ბალანსი იქნება გადახრილი წევრი სახელმწიფოებისკენ და შესაბამისად, საქართველოს დასჭირდება კიდევ უფრო კონსოლიდირებული მხარდაჭერა ევროკავშირის საბჭოსგან.

ჩემი აზრით, ჩვენთვის ალბათ უმჯობესი იქნება, კომისიის პრეზიდენტი არჩეს „ტოპ-კანდიდატის“ პროცედურით, რადგან ეს კომისიას მისცემდა უფრო მეტ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და შესაბამისად საქართველოსთან ურთიერთობებში შესაძლოა ახალი ფორმატების უფრო მეტი ინიციატივა და მზაობა გამოჩენილიყო.

- კულუარებში რას საუბრობენ, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ევროკომისიაში, ან ვინ შეიძლება გახდეს ევროკომისიის თავმჯდომარე?

ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ იგი მზადაა ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე მხარი დაუჭიროს გერმანიის კანცლერ მერკელს. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ანგელა მერკელი ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე ვიხილოთ?

- ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ წამყვანი კანდიდატის, „ტოპ-კანდიდატის“ პროცედურა დიდი რისკის ქვეშ არის. რაც ნიშნავს იმას, რომ ე.წ. „სამთავრობოთაშორისო ლოგიკა“ ბრუნდება. შესაბამისად, მანფრედ ვებერის შანსები შემცირდა, თუმცა იგი დარჩება ევროპარლამენტში იპპ ჯგუფის ლიდერი.

ვფიქრობ, ალბათ სწორედ მიშელ ბარნიეს აქვს ყველაზე მეტი შანსი დაიკავოს ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტი. მას მაკრონი აქტიურად უჭერს მხარს ბარნიეს აქვს საკამოდ მდიდარი გამოცდილება აღმასრულებელ პოზიციებზე საფრნაგეთში და ასევე მისი გამოცდილება საკმაოდ საჭირო იქნება ბრექსიტის მართვის პროცესშიც

განიხილება ევროპელი ლიბერალებიდან დანიელი პოლიტიკოსის მარგარეტ ვესტაგერის (ყოფილი ევროკომისარის კონკურენციის სფეროში), ფრანს ტიმერმანის (ჰოლდანიელი ცნობილი დიპლომატისა და ვეტერანი ევროპოლიტიკოსი), და ასევე მიშელ ბარნიეს კანდიდატურები, რომელიც არის მთავარი მომლაპარაკებელი ბრექსიტის საკითხებში.

ვფიქრობ, ალბათ სწორედ მიშელ ბარნიეს აქვს ყველაზე მეტი შანსი დაიკავოს ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტი. მას მაკრონი აქტიურად უჭერს მხარს ბარნიეს აქვს საკამოდ მდიდარი გამოცდილება აღმასრულებელ პოზიციებზე საფრნაგეთში და ასევე მისი გამოცდილება საკმაოდ საჭირო იქნება ბრექსიტის მართვის პროცესშიც.

რაც შეეხება მერკელს, გეთანხმებით, გაჟღერდა მისი კანდიდატურა და არა მგონია, ამის წინააღმდეგ ვინმე წასულიყო ევროკავშირის საბჭოში, მაგრამ მან თავად არ ისურვა და არ მგონია, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა როლს ითამაშებს აშშ-ს ევროპული პოლიტიკა ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და სხვა ევროპული სტრუქტურების მუშაობაზე?

- ამერიკასა და ევროკავშირის შორის სავაჭრო ურთიერთობა მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ურთიერთობაა, თუმცა გვახსოვს რომ ტრამპის ქმედებებმა (სანქციები ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ეროვნული უსაფრთხოების პრეტექსტით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამერიკის მიერ ნომინაციების დაბლოკვამ, ა.შ.) დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა ურთიერთობები.

ამერიკა გააგრძელებს თავის მკაცრ ტონს ნატო-ს ბიუჯეტში წევრი ქვეყნების ფინანსური კონტრიბუციის გაზრდის მოთხოვნით, ხოლო ევროპარლამენტი კი ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილი იქნება გათვლილი

ამას დაემატა ისიც, რომ ამერიკა საკმაოდ ბევრი საერთაშორისო შეთანხმებიდან გამოვიდა, მათ შორის პარიზის შეთანხმებიდან კლიმატის ცვლილებებზე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან და ასევე იუნესკოდან.

ახალარჩეულმა პარლამენტმა კი სავაჭრო შეთანხმებების რატიფიცირება უნდა მოახდინოს და ექნება საკამოდ მნიშვნელოვანი გავლენა ამ მხრივ. სირთულეებსაც უნდა ველოდოთ, რადგან გერმანია, მაგალითად, მხარს უჭერს ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობებს, ხოლო საფრანგეთი კი ეწინააღმდეგება.

პოპულისტური პარტიებიც ეწინააღმდეგებიან გლობალურ ვაჭრობას. ამერიკა გააგრძელებს თავის მკაცრ ტონს ნატო-ს ბიუჯეტში წევრი ქვეყნების ფინანსური კონტრიბუციის გაზრდის მოთხოვნით, ხოლო ევროპარლამენტი კი ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილი იქნება გათვლილი.

- ევროკავშირისთვის და ახალი პარლამენტისთვის დიდ გამოწვევად რჩება ბრექსიტი. მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ბრექსიტმა გამოაფხიზლა ევროკავშირი და ევროპარლამენტის არჩევნების წინ საკმაოდ დადებითი როლი ითამაშა პრო-ევროპული ძალების მობილიზებასა და ევროკავშირის მოქალაქეთა მიმართ საჭირო ინფორმაციული პოლიტიკის გატარებაში. მეტიც, ბევრი იმაზე საუბრობს, რომ არა ბრექსიტი, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში გაცილებით მეტი ულტრალიბერალები და ანტი-ევროპული ძალები მოხვდებოდნენ.

- ბრექსიტი პირველ რიგში თავად ბრიტანელებისათვის არის დიდი გამოწვევა. ქვეყანა ფაქტობრივად ეროვნული დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდა, საფრთხე გაუჩინა თავად ბრიტანეთის მთლიანობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკურ შედეგებზე.

არის დიდი ალბათობა, რომ ბრიტანეთი გავიდეს შეთანხმების გარეშე, რასაც მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება როგორც ბრიტანეთისთვის, ასევე ევროკავშირისათვის

იცით, რომ ახალი პრემიერი ეყოლება დიდი ბრიტანეთს, სავარაუდოდ ბორის ჯონსონი იქნება. ალბათ მას ჰგონია, რომ პირადი უნარებით შეძლებს მოლაპარაკებების ახალი პაკეტის შეთანხმებას ევროკომიასთან, მაგრამ ევროკავშირის 27-ვე წევრი ძალიან სოლიდარულია უკვე მიღწეული შეთანხმებისადმი.

ამ შეთანხმებას ბრიტანეთის პარლამენტი არ იზიარებს, ძირითადად ჩრდილო ირლანდიასთან საზღვრის, ე.წ ბექსტოპის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ მათთვის მიუღებელია ე.წ. „არა ბრექსიტის საქმეებს“, ასე რომ ძალიან რთულად მეჩვენება გამოსავლის პოვნა.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ რით დასრულდება ბრექსიტთან დაკავშირებული პროცესი და რა გავლენა ექნება მას ევროპაში მიმდინარე პროცესებზე?

- ევროკავშრის მიერ მიცემული ვადა არის 2019 წლის 31 ოქტომბერი და არ მგონია, რომ ეს ვადა კიდევ გაგრძელდეს.

შესაბამისად, არის დიდი ალბათობა, რომ ბრიტანეთი გავიდეს შეთანხმების გარეშე, რასაც მძიმე ეკონომიკური შედეგები მოყვება როგორც ბრიტანეთისთვის, ასევე ევროკავშირისათვის.

- ჩვენ აუცილებლად შევეხებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს, მაგრამ მანამდე ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებზე მინდა გკითხოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში საკმაოდ მრავლად არიან პრეზიდენტ პუტინის ღია თუ ფარულად მხარდამჭერები, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკომისიაში ქვეყნების წარმომადგენლებმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო კიდევ 6 თვით გაუგრძელეს ეკონომიკური სანქციები.

თქვენი დაკვირვებით, ევროკომისიის ახალი შემადგენლობის პოლიტიკა რუსეთის მიმართ ისევ ისეთი პრინციპული და თანმიმდევრული იქნება?

- ვფიქრობ, რომ ევროკავშირში სულ უფრო მეტად იაზრებენ იმ მოცემულობას, რომ რუსეთი ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი ვერ იქნება.

ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიმართ ურთიერთობის გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ

ახლა რუსეთი ევროკავშირისათვის არის სტრატეგიული გამოწვევა. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიმართ ურთერთობის გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ.

- ყოველივე იმის ფონზე, რაც ევროსტრუქტურებში ხდება, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება ევროპასთან საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები, რა სიახლეებია მოსალოდნელი თუ დიდი ცვლილებებისთვის ფანჯარა ღია კარგა ხანს არ იქნება?

- არის რისკი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ, როგორც ინიციატივამ, დაკარგოს რელევანტურობა ან უკეთეს შემთხვევაში სტატუს ქვო შეინარჩუნოს.

ამიტომ საქართველოს ამოცანაა, რომ თანამშრომლობის ფორმატი გააუმჯობესოს, რაც გულისხმობს:

არის რისკი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ, როგორც ინიციატივამ, დაკარგოს რელევანტურობა ან უკეთეს შემთხვევაში სტატუს ქვო შეინარჩუნოს

1) ევროპარლამენტში საქართველო-ევროპარლამენტის დელეგაციის ჩამოყალიბება (ამ ეტაპზე არის მხოლოდ „ევრონესტის“ დელეგაცია, რომელიც არცთუ ისე კარგად მუშაობს), ამაზე ქართულმა დიპლომატიამ უნდა უფრო აქტიურად იმუშაოს;

2) ახალი პარლამენტის პირობებში, მეგობრობის ჯგუფების რესტრუქტურიზაცია ხდება, ეს შეეხება საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფსაც, ამიტომ ქათულმა დიპლომატიამ უნდა უზრუნველყოს პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენებით) ახალი ჯგუფის დაკომპლექტება.

არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ მომავალი პარლამენტი იქნება ფრაგმენტული, რაც ნიშნავს, რომ სახალხო პარტიის და სოციალისტების დუოპოლია მორჩა და ახალი კოალიციები შეიქმნება მწვანეების და ლიბერალების მონაწილეობით

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის კოლეჯის შეხვედრის მაღალი რანგის ფორმატი, ამ ფორმატის გარეშე სექტორალური ინტეგრაციის გაგრძელება ფაქტობრივად ძალიან გართულდება, რადგან ეს პრაქტიკულად ნიშნავს ევროკაშირის მხრიდან პოლიტიკური ნდობის ძალიან მცირე ხარისხსს;

დიპლომატიის სტრატეგია უნდა იყოს გააუმჯობესოს სტრატეგიული კომუნიკაცია უნდა ყველა მეინსტრიმულ პოლიტიკურ ჯგუფთან და პარტიასთან

არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ მომავალი პარლამენტი იქნება ფრაგმენტული, რაც ნიშნავს, რომ სახალხო პარტიის და სოციალისტების დუოპოლია მორჩა და ახალი კოალიციები შეიქმნება მწვანეების და ლიბერალების მონაწილეობით.

ეს კი ნიშნავს, რომ ქართული დიპლომატიის სტრატეგია უნდა იყოს მიმართული პარტიებისა და პოლიტიკური ჯგუფებისკენ; სტრატეგიული კომუნიკაცია უნდა გაუმჯობესდეს ყველა მეინსტრიმულ პოლიტიკურ ჯგუფსა და პარტიასთან; თუმცა იმისათვის რომ ეს კომუნიკაცია იყოს ეფექტური, ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მონახონ საერთო ენა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

- თქვენ კარგა ხანია ევროკავშირის სტრუქტურებში მუშაობთ, ამიტომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით საინტერესო იქნებოდა თქვენგან იმის მოსმენა თუ რა ხდება, როგორი განწყობებია ევროსტრუქტურებში ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ?

- არჩევნების შემდეგ ბრიუსელის წრეებში გაურკვევლობის განცდაა - ჯერ კიდევ არ არის არჩეული ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები, ჯერ არ ვიცით როგორი კოალიციებით შეძლებს ევროპარლამენტი ოპერირებას, არ ვიცით როგორ დასრულდება ბრექსიტი. შესაბამისად, ყველა არის მოლოდინის რეჟიმში.

საქართველოს წარუმატებლობა უდრის რუსეთის გამარჯვებას, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატსა თუ დეზინფორმაციის იარაღს გამოიყენებს, რომ საქართველო არასტაბილურ, არასანდო და „რადიკალების“ ქვეყნად წარმოაჩინოს

თუმცა ამ არჩევნების შედეგებმა ევროპის კონტინეტზე პოლიტიკური გადააზრების კარგი საფუძველი შექმნა. პოლიტიკური კონტექსტის ცვლილება ცხადი ხდება - წამყვანი პოლიტიკური ძალების - ევროპის სახალხო პარტიის და სოციალისტების დუოპოლია დასრულდა ევროპარლამენტში და პარტიები ახალ ძალებთან თანამშრომლობისათვის ემზადებიან, ეს პროცესი კი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს კონსენსუსისა და თანამშრომლობის აუცილებლობას პოლიტიკურ აქტორებს შორის.

- რა შეფასებები მოჰყვა თბილისში, 20-21 ივნისს განვითარებულ პროცესებს?

- მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბრიუსელში საკმაოდ დატვირთული პერიოდია, მხოლოდ 4 კვირა არის გასული ევროპარლამენტის არჩევნებიდან, რამდენიმე დღეა დასრულდა ევროლიდერების სამიტი და ყველა გადართულია ევროკავშირის მომავალი ხელმძღვანელობის ნომინაციის საკითხზე, საქართველოში განვითარებული მოვლენები მხედველობიდან ნამდვილად არ გამორჩენიათ ევროსტრუქტურებში.

საქართველოს მიმართ ინტერესი გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში წამყვან ქვეყანად ვითვლებით, რომლის მოსახლეობასაც ყველაზე დიდი ევროენთუზიაზმი აქვს.

თუმცა სამწუხაროდ, პირად საუბრებში ევროსტრუქტურებში ღიად საუბრობენ, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები საქართველოს ხელისუფლების იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს

ევროსტრუქტურების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს ხელისუფლების იმიჯს დიდი დარტყმა მიაყენა. ცხადია, არსებობს სამართლებრივი ახსნა, თუმცა პროტესტის დარბევის ფორმა ძალიან მძიმე სანახავი და აღსაქმელი იყო.

საქართველოსთვის სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ ამ პოლიტიკურ სტაბილურობას ექმნება საფრთხე.

მარტივი პოლიტიკური მათემატიკაა, რომ საქართველოს წარუმატებლობა უდრის რუსეთის გამარჯვებას, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატსა თუ დეზინფორმაციის იარაღს გამოიყენებს, რომ საქართველო არასტაბილურ, არასანდო და „რადიკალების“ ქვეყნად წარმოაჩინოს.

ეს რიტორიკა ‘შიდა მოხმარებისათვისათვისაც“ მომგებიანი იქნება პუტინისთვის, მისი რეიტინგი კატასტროფულად დაეცა ბოლო პერიოდში.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს