სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
როგორც პროკურორი თავის შუამდგომლობაში განმარტავს, ნიკა მელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმითვე, ნიკა მელიას მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე გამოყენებულია გირაო და ამის ფონზე ჩაიდინა მან ახალი დანაშაული, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდება თვლის, რომ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ ბრალდებულის სათანადო ქცევა ვერ უზრუნველყო.