დავით უსუფაშვილი - ვისაც რა უნდა ის მეძახოს, მათ შორის, ციციკორე გვარამიამ, რომელიც მოგვევლინა ყველას ჭკუის დამრიგებლად

ვისაც რა უნდა ის მეძახოს, მათ შორის, ციციკორე გვარამიამ, რომელიც ამ ქვეყანაში მოგვევლინა ყველას ჭკუის დამრიგებლად და ყველა სტანდარტის დამწესებლად. სადაც იქნება საჯარო ღონისძიება პროპორციული არჩევნების თაობაზე, თუ ფეხზე ვდგავარ და ცოცხალი ვარ, იქ ვიქნები,- ასე ეხმაურება "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი გუშინ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე დასწრებას ეხება.

უსუფაშვილის თქმით, იმ სიტუაციაში, რომელიც დღეს არის, ოპოზიციის მიერ ერთმანეთის კრიტიკა არ არის სწორი.

"ცოტა ტერმინებს გავუფრთხილდეთ. გუშინდელ ღონისძიებაზე მივედი, მანამდე მივედი იმ ახალგაზრდებთან, ვინც პარლამენტთან დგას პროტესტით, შევედი ღონისძიებაზე და ვთქვი ჩემი სათქმელი. ეს იყო ჩემი ღრმა რწმენით სწორი ქცევა. ვინც მონდომებულია რაღაც განხეთქილებებზე, პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების დაყოფაზე და ა.შ. ეს მისი არჩევანია. ვისაც რა უნდა ის მეძახოს, მათ შორის, ციციკორე გვარამიამ, რომელიც ამ ქვეყანაში მოგვევლინა ყველას ჭკუის დამრიგებლად და ყველა სტანდარტის დამწესებლად. უნდა მოღალატე მეძახოს ციციკორე გვარამიამ და რაც უნდა ის. სადაც იქნება საჯარო ღონისძიება პროპორციული არჩევნების თაობაზე, თუ ფეხზე ვდგავარ და ცოცხალი ვარ, იქ ვიქნები",- განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას 2020 წელს, უსუფაშვილის შეფასებით, ეს არის მონაპოვარი, რომლის შეფერხებაც არ შეიძლება.

"ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პროპორციული არჩევნები იძულებითი ნაბიჯია "ქართული ოცნების" მხრიდან, ამიტომ "ოცნებას" აქვს მოცემულობა, რომ თუ რაიმე მიზეზის გამო პროპორციული არჩევნები ვერ შედგება, არ იქნება ამით უკმაყოფილო. მეორე მხრივ, ჩვენ მოვისმინეთ გარედან შემონათვალი ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, რომ ვინც ამას დათანხმდება, ან ბიძინას ნაყიდია ან სულელია და ა.შ. ჩვენ გვყავს პოლიტიკური მოთამაშე, რომლისთვისაც პროპორციული არჩევნები არ არის მისაღები. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ამ პროცესის შეფერხება“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია