თორნიკე შარაშენიძე - ნიკა მელია მიხვდა, რომ მისი დაჭერა გადაიფიქრეს და სულაც აღარ ეშინია

ახლა ნიკა მელიამ რაც არ უნდა იძახოს, აღარ დაიჭერენ. დევნილი პოლიტიკოსი უფრო ძლიერია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. შარაშენიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მელიას დაპატიმრება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილს ვიღაც დაელაპარაკა და აზრი შეაცვლევინა.

„ის, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ისეთივე ცხადია, როგორც 3X3 არის 9. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს, გადაწყვეტილება შეიცვალა და აღარ დაიჭირეს. არ ვიცი ვინ და როგორ ჩაერია, ამერიკის საელჩომ იმუშავა თუ სხვა ვინმემ, მაგრამ ფაქტია, რაღაც შეიცვალა. ისეთი აღტყინებით უხსნიდნენ მას იმუნიტეტს, რომ წესით, დაჭერა გადაწყვეტილი იყო და მერე უცებ აღარ დაიჭირეს. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს უთხრა ვიღაცამ და გადაწყვეტილება ამის გამო შეიცვალა. მე არ მჯერა, რომ პარლამენტი ან სასამართლო დამოუკიდებელია ამ ქვეყანაში.

ნიკა მელია კი მიხვდა, რომ მისი დაჭერა გადაიფიქრეს და სულაც აღარ ეშინია. ახლა რაც არ უნდა იძახოს, ალბათ, აღარ დაიჭერენ. დევნილი პოლიტიკოსი უფრო ძლიერია. აღნიშნულმა საქმემ ნიკა მელიას პლუსები დაუწერა იმიტომ, რომ დევნილ პოლიტიკოსს რაც არ უნდა ნეგატივები ჰქონდეს, ნეგატივები გადაიფარება იმით, რომ სდევნიან,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უცვლელი დარჩა. ამასთან, მან პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ