პრეზიდენტმა აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი  ფრიდონ შუბითიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენელი, აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, პროფესორი ფრიდონ შუბითიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

​როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფრიდონ შუბითიძეს სახელმწიფო ჯილდო მეცნიერების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა.

„ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება დართმუსის უნივერსიტეტში, აშშ-ში, სადაც თქვენ ასევე თანამშრომლობთ აშშ-ს თავდაცვის უწყებასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმის აღიარებაა, რომ ძალიან სერიოზულადაა აღქმული თქვენი მოღვაწეობა არა მხოლოდ თქვენს უნივერსიტეტში, არამედ ამერიკის სახელმწიფოსა და მთავრობის მიერ. თქვენ არანაკლები გაგიკეთებიათ საქართველოსათვის. ჩვენი სტუდენტები თქვენ წარმატების გზაზე დააყენეთ, ცდილობთ აქ შექმნათ და დააარსოთ მეცნიერების კერა, იმ დარგში, რომელშიც მოღვაწეობთ და რომელიც ეხება ყველაზე ახალ ტექნოლოგიებს, ნანო ტექნოლოგიებს. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ფრიდონ შუბითიძემ დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსათვის და აღნიშნა, რომ ეს ძალიან დიდ სტიმულს მისცემს მომავალი საქმიანობისათვის.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯილდო გადმომეცა პირველი ქართველი ქალი პრეზიდენტისაგან, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო მასშტაბით“, - აღნიშნა ფრიდონ შუბითიძემ.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში, აშშ-ში დიასპორის სახლის დამფუძნებელ ინა ასანიძესთან და პროექტ „წარმატებული ემიგრანტების“ მონაწილეებთან გამართა შეხვედრა. სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიასპორა სახელმწიფოს ძალას წარმოადგენს.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, რომლებიც საზღვარგარეთიდან დიდ იმედს გვაძლევენ. ამავდროულად ეს ჩვენთვის დიდი ტკივილია, როცა საქართველოდან გასულია ამდენი ძალა და ქვეყნის პოტენციალი. თქვენ ამდიდრებთ საქართველოსაც და იმ ქვეყანასაც, სადაც მოღვაწეობთ. თქვენ ხართ მეგობარ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხიდი, რაც საქართველოს მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ დიასპორამ საკუთარ ქვეყანასთან კავშირი გააძლიეროს. თქვენ გამორჩეულნი ხართ სხვადასხვა ქვეყნებში პროფესიული წარმატებებით და იმით, რომ თქვენ არ დაგიკარგავთ თქვენს ქვეყანასთან კავშირი, ამით ჩვენ თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობთ. ეს კავშირები სახელმწიფომაც უნდა გააძლიეროს და შექმნას უფრო მეტი პირობები. ეს თქვენს მიმართ ამ ქვეყნის ვალია. თქვენც გაქვთ ვალი, მაგრამ ეს ჩემი შეხსენების გარეშეც კარგად იცით. დიასპორის წარმომადგენლებმა თავი უნდა იგრძნონ ამ ქვეყნის ნაწილად და უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ ერთობლივ საქმეს ვაკეთებთ. ეს კავშირი უნდა იყოს ორმხრივი და ამას ბევრი ფიქრი სჭირდება, რათა ეს ყველაფერი საქმეში გამოიხატოს და მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს