რუსთაველზე 6 ივლისს კიდევ ერთი „თავისუფლების მარში“ გაიმართება

6 ივლისს, რუსთაველზე კიდევ ერთი „თავისუფლების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შაბათს დაგეგმილ მარშზე, „ძალიან ბევრ ადამიანს ელოდებიან, მათ შორის რეგიონებიდანაც“.

„შაბათს იქნება „თავისუფლების მარში“. შემოგვიერთდებიან რეგიონებიდანაც ადამიანები. ველოდებით საკმაოდ ბევრ ადამიანს, რომ მიიღებენ მონაწილეობას აქციაში. ორშაბათიდან კი დაიწყება სალონური შეკრებების მსგავსი ღონისძიებები. მოხდება ფილმის ჩვენებები, საუბრები. არა აქციის რეჟიმში, თუმცა იგივე ლოკაციაზე. პარლამენტთან მუდმივად გვექნება შეკრება“, - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკოსების ჩართვას საპროტესტო აქციებში და მათ ორგანიზებაში, როგორც მაქარაშვილი ამბობს, ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ მოხდება და ყოველდღიურად უფრო ნაკლები პოლიტიკოსი ჩნდება აქციაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა