ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი - მივესალმებით პრემიერ-მინისტრის მზაობას, დაიწყოს დიალოგი ახალგაზრდებთან

მივესალმებით პრემიერ-მინისტრის მზაობას, დაიწყოს დიალოგი ახალგაზრდებთან. მხოლოდ დესტრუქციული ძალების ინტერესებშია, არ შედგეს ფორმატი, რომელიც მისცემს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შესაძლებლობას ჩაერთოს სახელმწიფოს მართვის პროცესში, - ამის შესხებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა მიაწოდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მას შემდეგ, რაც მათ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართეს, ახალგაზრდების მიმართ გაჩნდა არაერთი უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება და კონკრეტული ძალები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნურად დაპირისპირების შექმნას ახალგაზრდებს შორის. წერილის ავტორების მტკიცებით, ღია წერილის შექმნის ერთადერთი მოტივაცია, არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე, ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა იყო.

“უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან დაშვებული იყო უხეში შეცდომა, რასაც მოჰყვა საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების დიდი ნაწილის გულწრფელი პროტესტი და სამართლიანი მღელვარება. სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა ესკალაციის თავიდან არიდება, ფიზიკურად დაშავდა არაერთი ჩვენი თანატოლი.

ღია წერილის შექმნის ერთადერთი მოტივაცია იყო, არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე, ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გზით. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას შევთავაზეთ კონკრეტული ფორმატი, მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სახით.

გვსურს განვმარტოთ, რომ ეს ინიციატივა არ არის დაკავშირებული ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან და აღნიშნულით არაერთხელ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, პირველად ჯერ კიდევ 2018 წლის 23 აპრილს. მოგვიანებით, 2018 წლის 21 ნოემბერს 38-მა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ინიციატივას და ამავე მოთხოვნით მიმართა მთავრობის მეთაურს. ფორმატის ამოქმედებას მხარს ღიად უჭერდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაც”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდების მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისინი მიესალმებიან პრემიერ-მინისტრის მზაობას, დაიწყოს დიალოგი ახალგაზრდებთან, რაც შემხვედრი კონსტრუქციული ნაბიჯია მისი მხრიდან.

„მზად ვართ, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა ფორმატის შესაქმნელად. მხოლოდ დესტრუქციული ძალების ინტერესებშია, არ შედგეს ფორმატი, რომელიც მისცემს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შესაძლებლობას ჩაერთოს სახელმწიფოს მართვის პროცესში და შექმნის ყველასთვის ხელმისაწვდომ მუდმივმოქმედ საკომუნიკაციო პლატფორმას.

გვჯერა, მუდმივმოქმედი საკომუნიკაციო პლატფორმა უზრუნველყოფს ახალგაზრდების პოზიციათა გათვალისწინებას, რაც ხელს შეუწყობს ევროპული ტიპის სახელმწიფოს განვითარებას. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და სპეკულაციებისგან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს