გიორგი ბარამიძე მზად არის, სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე მზად არის, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე გამოცხადდეს. ამის შესახებ ბარამიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ამასთან, ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მის მიმართაც იგივე სცენარი განვითარდეს, რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოხდა.

„ვაპირებ მივიდე გამოკითხვაზე. რაც შეეხება მოლოდინს, ამ რეჟიმისგან გამორიცხული არაფერია, ამას შეგუებული ვარ დიდი ხანია. 7 წელია ჩვენი პარტიის განადგურებას ცდილობენ. ზოგი დაიჭირეს, ზოგი ქვეყნიდან გააგდეს და ა.შ. ასე რომ, ჩემთვის არაფერი მოულოდნელი არ იქნება“,- აღნიშნა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაგისტრატ მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შუამდგომლობით იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობენ.

„უგულავამ, ბარამიძემ და ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად შსს-ში მოსვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვა“, - განაცხადეს შსს-ში.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს