ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ერთმა სტუდენტმა დატოვა

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ერთმა სტუდენტმა დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საინიციატივო ჯგუფის ყოფილმა წევრმა ირაკლი ჩიგოგიძემ განუცხადა.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც აღნიშნული ჯგუფი დავტოვე არის ის, რომ წინა პლანზე აღარ არის წამოწეული მთავარი რამ, რის გამოც ჩვენ გავერთიანდით-რუსული ოკუპაციისა და კიდევ სხვა პრობლემების გაპროტესტება, რაც ქვეყანაშია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთავარი მიზნებიდან ჯგუფის წევრების აქცენტის გადატანა პრემიერ-მინისტრის შემოთავაზებაზე - ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შექმნის თაობაზე მოხდა. მე ნამდვილად არ მსურს მსგავს დიალოგში მონაწილეობის მიღება თუ ქვეყნის მთავარი პრობლემა არ იქნება გაჟღერებული“, -განაცხადა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის ყოფილმა წევრმა ირაკლი ჩიგოგიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა განცხადება გაავრცელა.

„მივესალმებით პრემიერ-მინისტრის მზაობას, დაიწყოს დიალოგი ახალგაზრდებთან. მხოლოდ დესტრუქციული ძალების ინტერესებშია, არ შედგეს ფორმატი, რომელიც მისცემს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შესაძლებლობას ჩაერთოს სახელმწიფოს მართვის პროცესში, - ნათქვამია ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მას შემდეგ, რაც მათ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართეს, ახალგაზრდების მიმართ გაჩნდა არაერთი უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება და კონკრეტული ძალები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნურად დაპირისპირების შექმნას ახალგაზრდებს შორის. წერილის ავტორების მტკიცებით, ღია წერილის შექმნის ერთადერთი მოტივაცია, არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე, ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა იყო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა