“შერატონ მეტეხი პალასში“, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება

6 ივლისს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხეთ კავკასიაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სებასტიან მოლინუსი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, "თიბისი ბანკის" ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, ISET-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჟან-ფრედერიკ პოლსენი, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი დაესწრებიან.

ცერემონიას ასევე დაესწრებიან საჯარო და კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ISET-ის სტუდენტებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას მიულოცავენ.

თსუ-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში, ISET-მა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. სკოლამ უკვე აღზარდა აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ეკონომისტების არაერთი თაობა.

“ISET-ის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია საკუთარი პროფესიით. ჩვენი კურსდამთავრებულები მიდიან საჯარო სექტორში, კერძო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, კვლევით ინსტიტუტებში. სკოლის 350 კურსდამთავრებულის მიერ მეცნიერებაში, საჯარო თუ კერძო სექტორში მიღწეულმა კარიერულმა წარმატებებმა კვლევა პოლიტიკასთან დააკავშირა, ქართველ საზოგადოებას კი მისცა ინფორმაცია და ცოდნა ეკონომიკაზე“, - აღნიშნულია თსუ-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?