გრიგოლ ვაშაძე - ახლა ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, ამაზე სამარცხვინო ტყუილს ვერავინ მოიგონებდა

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ვიდრე შს მინისტრი გიორგი გახარია პოსტს არ დატოვებს, მანამდე საპროტესტო აქციები არ შეწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან განუცხადა, მოქალაქეებს, რომლებიც "თავისუფლების მარშს" გამართავენ ბიძინა ივანიშვილის სახლამდე, სამართლიანი მოთხოვნა აქვთ და ის უნდა დაკმაყოფილდეს.

"აქ არ არიან მარტო "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, აქ, არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ეკუთვნის ეს ხელისუფლებაც და ეს სახელმწიფოც, რადგან ხელისუფლების წყარო არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. ხელისუფლების სხვა წყარო არ არსებობს. არ დაიღლება ეს მოქალაქე, არ დაიღლება ვიდრე მისი კანონიერი მოთხოვნა არ შესრულდება. ორი მოთხოვნა შესრულდა?! დიდი მადლობა, ბატონებო, ვინმე კობახიძე გადადგა?! მადლობა. მივაღწიეთ პროპორციულ არჩევნებს?! მადლობა, მაგრამ სანამ გახარია არ წავა, ვინც ბავშვები გაწირა, ეს ყველაფერი გაგრძელდება. ახლა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, ამაზე სამარცხვინო ტყუილს ვერავინ მოიგონებდა. ეს არის საქართველოს მოქალაქის გაღვიძება, როცა საქართველოს მოქალაქემ შეიგნო მთავარი ჭეშმარიტება - ის არის ამ ქვეყნის სრულფასოვანი ბატონ-პატრონი. ყველა დანარჩენი არის დაქირავებული მსახური",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„თავისუფლების მარშს", რომელიც რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმართულებით გაიმართება, პარტიები "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" უერთდებიან.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს